 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2013 |
გადახვეწილო, ვინ ზრუნავს შენზე? გულს ვინ გილაგებს, ოცნებებს - დაყრილს? ან თუ იპოვე, ის, რასაც ეძებ? გარიდებულო მშობლიურ ძახილს...
გადახვეწილო, ნოსტალგ(იები) შენი ეზოსი, გტოვებს მომღიმარს... მიწასაც, ქისით, თან წაიღებდი, ვით, სახლი დააქვს თან ლოკოკინას...
გადახვეწილო, ვინ ზრუნავს შენზე? მაგ არეულ გზებს თუ ჰყავს მვარცხნელი? - ახალ სამიზნეს, ოცნებებს შესძენ: არ დამარცხდები! არ დამარცხდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|