ღამის წყვდიადს მცირე ჭაღი მინათებს, ვფიქრობდი და ძილიც ვერ მოვიკარე. ახლაც გნატრობ კვლავაც ბევრჯერ გინატრებ, ტანჯვის მეტი თუმცა რა მომიტანე... არყის ბოთლი ჩამოცლილი მივაგდე , სიგარეტის კვამლი სივრცეს ამუქებს, თავი ისევ შენზე ფიქრებს მივანდე , გულიც ალბათ დიდხანს ვეღარ გაუძლებს... კედლის კუთხეს შევალეწე მუშტები , თვალებს სიმწრის ნიაღვარი ასკდება , მსურს სხეულში მეტად ვიგრძნო ტკივილი , ვიდრე შენი მონატრებით მადგება... ვეღარ მშველის ამ სხეულის წამება, სული ყმუის დათოფილი მგელივით, რას შევაკლა დარდი თავგზა ამებნა! სიყვარული რად მექცევა მტერივით... ან რა გახდა შენთვის ერთი დასტური , სიყვარულზე სიყვარულით მოგეგო , რად მინდოდა სამოწყალო ნუგეში, რომ ძაღლივით ერთი ლუკმა მოგეგდო... შენთან მსურდა ბედნიერი ცხოვრება, წუთისოფლის ვნება შენთან გამეყო, ამეხდინა შენთვის ყველა ოცნება , სიყვარული ცის იქითაც წამეღო... კედელს ჩავყევ იატაკზე ჩავცურდი , სახე ჩავრგე გადასისხლულ მკლავებში, და ის ქალი ღმერთო კარგად მიმყოფე , ვისი სახეც მიელვარებს თვალებში...!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 2+ მომეწონა... 2+ მომეწონა...
4. გულიც ალბათ დიდხანს ვეღარ გაუძლებს... კედლის კუთხეს შევალეწე მუშტები , თვალებს სიმწრის ნიაღვარი ასკდება , მსურს სხეულში მეტად ვიგრძნო ტკივილი , ვიდრე შენი მონატრებით მადგება... ვეღარ მიშველის ამ სხეულის წამება, სული ყმუის დათოფილი მგელივით, რას შევაკლა დარდი თავგზა ამებნა! სიყვარული რად მექცევა მტერივით... ან რა გახდა შენთვის ერთი დასტური , სიყვარულზე სიყვარულით მოგეგო , რად მინდოდა სამოწყალო ნუგეში, რომ ძაღლივით ერთი ლუკმა მოგეგდო...
მოეწონა არტეს:)+ გულიც ალბათ დიდხანს ვეღარ გაუძლებს... კედლის კუთხეს შევალეწე მუშტები , თვალებს სიმწრის ნიაღვარი ასკდება , მსურს სხეულში მეტად ვიგრძნო ტკივილი , ვიდრე შენი მონატრებით მადგება... ვეღარ მიშველის ამ სხეულის წამება, სული ყმუის დათოფილი მგელივით, რას შევაკლა დარდი თავგზა ამებნა! სიყვარული რად მექცევა მტერივით... ან რა გახდა შენთვის ერთი დასტური , სიყვარულზე სიყვარულით მოგეგო , რად მინდოდა სამოწყალო ნუგეში, რომ ძაღლივით ერთი ლუკმა მოგეგდო...
მოეწონა არტეს:)+
3. სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს...))
"ვეღარ მიშველის ამ სხეულის წამება," მგონი აქ "მშველის" ან "ვერ" უნდა იყოს 11 მარცვალი რომ გამოვიდეს.
წარმატებები ავტორს! სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს...))
"ვეღარ მიშველის ამ სხეულის წამება," მგონი აქ "მშველის" ან "ვერ" უნდა იყოს 11 მარცვალი რომ გამოვიდეს.
წარმატებები ავტორს!
2. სიყვარულის საგალობელი :) ++++++++++ სიყვარულის საგალობელი :) ++++++++++
1. ღამის წყვდიადს მცირე ჭაღი მინათებს, ვფიქრობდი და ძილიც ვერ მოვიკარე. ახლაც გნატრობ კვლავაც ბევრჯერ გინატრებ, ტანჯვის მეტი თუმცა რა მომიტანე... არყის ბოთლი ჩამოცლილი მივაგდე , სიგარეტის კვამლი სივრცეს ამუქებს, თავი ისევ შენზე ფიქრებს მივანდე , გულიც ალბათ დიდხანს ვეღარ გაუძლებს... კედლის კუთხეს შევალეწე მუშტები , თვალებს სიმწრის ნიაღვარი ასკდება , -- აქამდე მომეწონა ძალიან : )
წარმატებები ავტორს!
პ/ს ღმერთმა კარგად გიმყოფოთ "ის ქალი ვისი სახეც გიელვარებთ თვალებში" ! ღამის წყვდიადს მცირე ჭაღი მინათებს, ვფიქრობდი და ძილიც ვერ მოვიკარე. ახლაც გნატრობ კვლავაც ბევრჯერ გინატრებ, ტანჯვის მეტი თუმცა რა მომიტანე... არყის ბოთლი ჩამოცლილი მივაგდე , სიგარეტის კვამლი სივრცეს ამუქებს, თავი ისევ შენზე ფიქრებს მივანდე , გულიც ალბათ დიდხანს ვეღარ გაუძლებს... კედლის კუთხეს შევალეწე მუშტები , თვალებს სიმწრის ნიაღვარი ასკდება , -- აქამდე მომეწონა ძალიან : )
წარმატებები ავტორს!
პ/ს ღმერთმა კარგად გიმყოფოთ "ის ქალი ვისი სახეც გიელვარებთ თვალებში" !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|