 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2008 |
გაფრინდა ჩემი თუთუყუში. დაცარიელდა გალია და ჩემი ოთახი. ბოლო დროს ,ალბათ, ისე აღარ ვეფერებოდი, მოვწყინდი და სხვაგან წავიდა.
სადა ხარ,ვინჩო,ვინჩენცინო, ჩემო ჩურჩუტო! შენ ხომ გიყვარდა კენკვა ჩემი ხელისგულიდან, ნისკარტის დაკვრა ცერა თითზე, ვისთან გაფრინდი, ვინ დაგიდგა კოხტა გალია, ვინ გისხამს დილით ნადგომ წყალს და სადილის კოვზით ვინ გიყრის შვრიას და მზესუმზირას, ან გისოსებზე ოხრახუშის ღერებს გიმაგრებს? სხვა სახელიც დაგარქვეს იქნებ.... ან ,იქნებ ,ახლა ბეღურებთან ერთად დაფრინავ და ცივ ასფალტზე და გაყინულ ფანჯრის რაფებზე ნამცეცებს ეძებ, ან იქნებ, ეგებ,,შენი ციცქნა,მომწვანო ტანი სადმე, ხის ძირას უსულოდ გდია?
არა! მოფრინავ, ეხეთქები დაკეტილ ფანჯრებს, მაგრამ ჩემსკენ გზას ვერ პოულობ.
მე აივანზე გამოვკიდე ღია გალია და ღია არის ჩემი სარკმელი და მეც ღია ვარ იმისათვის, ვინც მიმატოვა, წავიდა, გაქრა და ახლა ცდილობს,გზა გამოიგნოს.
1992
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შემოგირბინეთ....მომწონს აქ შემოგირბინეთ....მომწონს აქ
6. და მეც ღია ვარ იმისათვის, ვინც მიმატოვა, წავიდა, გაქრა და ახლა ცდილობს,გზა გამოიგნოს.
ალბათ ფინალი ამართლებს ლექსს. და მეც ღია ვარ იმისათვის, ვინც მიმატოვა, წავიდა, გაქრა და ახლა ცდილობს,გზა გამოიგნოს.
ალბათ ფინალი ამართლებს ლექსს.
5. მახსოვს ეს ლექსი :)
"არა! მოფრინავ, ეხეთქები დაკეტილ ფანჯრებს, მაგრამ ჩემსკენ გზას ვერ პოულობ."
5
მახსოვს ეს ლექსი :)
"არა! მოფრინავ, ეხეთქები დაკეტილ ფანჯრებს, მაგრამ ჩემსკენ გზას ვერ პოულობ."
5
2. ქალბატონო ნინო, არანაირად! ქალბატონო ნინო, არანაირად!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|