 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 6 აპრილი, 2013 |
აპოკალიფსი,სამწუხაროდ ჯერაც შორია, როგორ გავუძლო სხივგამომშრალ,უცრემლო თვალებს? მთელი სამყარო გახდა,ერთი ბუტაფორია, ცაზე,ნაძვის ხის სათამაშოდ ჰკიდია მთვარე. მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს, ვერშემდგარ ღამეს,ვარსკვლავების ქაოტურობას, უხალხო ქუჩას,ერთმანეთში ჩახლართულ ხეებს, საკუთარ სახლშიც მერიდება უკვე სტუმრობა. დილაა,გიჟი მოპოეტოს შესაფერისი- ბუმბულგაჩრილი სომბრეროთი,ხელში სიგარით მივყვები ქუჩას და ჩამოდგა ბოლო რეისი მატარებელიც,თუ ავედი რას დაგიბარებთ? მშვიდობით!(ეს ხომ ცინიზმია,როგორ დაგცინოთ?!) ნახვამდის?(მე ხომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ?!) იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს...
აპოკალიფსი,იმედია ჯერაც შორია, მე დავიბრუნებ მზედანთებულ,მხიარულ თვალებს, ოღონდ სამყარო აღარ იყოს ბუტაფორია, ცაზე,შავ ფონზე,ისევ მთვარედ ეკიდოს მთვარე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. "ისევ მთვარედ ეკიდოს მთვარე" - ძალიანაც მომეწონა. საერთოდ კაი ლექსია. "ისევ მთვარედ ეკიდოს მთვარე" - ძალიანაც მომეწონა. საერთოდ კაი ლექსია.
6. ძალიან კარგი ლექსია ძალიან კარგი ლექსია
5. კარგია მუხბე! კარგია მუხბე!
4. არაჩვეულებრივია.ძალიან, ძალიან მომეწონა გაიხარეთ ავტორო თქვენ.ბოლო სტრიქონი გაუმართავია ჩემი აზრით,მთვარედ მთვარე რა ვიცი.ძალიან მომეწონა ემოცია ამ ნაწერის.წარმატებები ავტორო.+2 არაჩვეულებრივია.ძალიან, ძალიან მომეწონა გაიხარეთ ავტორო თქვენ.ბოლო სტრიქონი გაუმართავია ჩემი აზრით,მთვარედ მთვარე რა ვიცი.ძალიან მომეწონა ემოცია ამ ნაწერის.წარმატებები ავტორო.+2
3. +5 კვლავ... +5 კვლავ...
2. მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს, ვერშემდგარ ღამეს,ვარსკვლავების ქაოტურობას,
იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს...
+++ მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს, ვერშემდგარ ღამეს,ვარსკვლავების ქაოტურობას,
იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს...
+++
1. მომეწონა ლექსი, ++ მომეწონა ლექსი, ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|