ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2008


სოკოები

წყლები დაღვარა აგვისტომ და
შემოდგომაო -
პაპამ დარეკა მანავიდან - "კარზე მოგვადგა,
ვენახში ვაზებს მტევნებიო
ემტვრევა ლამის,
მარანში ქვევრებს, მოლოდინის
ზრიალი გააქვთ.
რომ შეგვცივაო და სხეულზე სოკოებს გვაყრის,
ეგრე ადევთო
ჩემს ქვევრებსაც მტვერი მუცელზე",
მამამ ამხედა და ვეება მუცელზე ტორი,
სოკოებისგან
გასაწმენდად ჩამოიტარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები