 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2013 |
"მიშგუ ლადაღ სი" – სამი დღით ადრე მიანდერძა და... წავიდა მერე.
** ყოველი მომდევნო დღე, მისთვის ის დღე იყო, როცა ის უფრო ცუდად გრძნობდა თავს, ვიდრე წინა დღეს... ყველანი ვხედავდით, თუ როგორ მიემართებოდა იმქვეყნად, თუ როგორ ალაგებდა თავის ნივთებს: ფეხსაცმელებს, სამოსს, თეთრეულს... თადარიგს იჭერდა და თითქოს მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდა, თვალებსაც კი უფრო ხშირად ხუჭავდა, – წარმოიდგენდა ხოლმე ალბათ არყოფნას და ეჩვეოდა სიკვდილს, რომელიც წამლებს ჰყავდათ ალყაში მოქცეული და მისი სიცოცხლისათვის წირავდნენ თავებს. ხელიდან გვეცლებოდა ყველას, უპირველესყოვლისა კი, თავის მეუღლეს, რომელიც უძლური შეჰყურებდა მის ტანჯვას და ამ დროს, ძალიან მიჭირდა იმის გარჩევა, თუ რომელი უფრო იყო საბრალო... რამდენჯერ ყოფილა, რომ სიკვდილი მოუთხოვია თავისდაუნებურად თუ გააზრებულად: ვუმალავდი წამალს, სასმელს, უიმედობას... ყველაფერს, რასაც ჭარბი რაოდენობით იღებდა. ის კი მწყევლიდა და ვგრძნობდი, ამ წყევლის გარდაუვალობას, როგორც მეხის დაცემას ელოდება, ტრიალ მინდორში ეულად მდგარი ხე, როცა მძვინვარებს ირგვლივ ავდარი. ამ ბრძოლაში ყველანი ეულები ვიყავით – უსუსურები, ისიც კი არ შეგვეძლო, რომ ყველას ერთად მოგვკიდა დანისთვის ხელი და მასში შესახლებული სიკვდილი ამოგვეკვეთა, როგორც აბორტი... ახლაც მგონია, რომ ის უკვე კაი ხნის შეეჩვეული იყო მას: როგორც გარდაუვალობას, რომელიც მეხივით არ დაეცემოდა, რომელიც მან, არჩასახული შვილივით ჩაისახა თავის სხეულში და შვა სიმშვიდე...
** ელვასავით გაუნათდა სახე და როგორც წესი – ზარმაც იჭექა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|