ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Tata Loria
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2013


მინ და!

სიბრძის კბილები-"ჩამოვყალიბდი"...
თმა-გინდ გრძელი, გინდ მოკლე,
ორაზროვანმა პარადოქსებმა
ბინძური ხელებით მომკლეს.

მომბეზრდა სუნთქვა სხვისი ფილტვებით,
ყალბი წესების დაცვა!
ღიმილი მინდა, ბავშვის თვალებით,
ჰოლივუდურის ნაცვლად,.,

"ინდივიდობის" ეპოქა ყვავის,
ცოდვებს აწერენ დედა ბუნებას,
დროა სტატუსი გავუფერადოთ
ეგრედწოდებულ თავისუფლებას.

მინდა ყვირილი სახურავიდან,
ციდან მოწყვეტით ვარდნა,
სისულელეზე ტირილი მინდა,
ემოციების წარღვნა!..

წითელი ლაქი, გრძნობების მიქსი,
თმა-გინდ გრძელი, გინდ მოკლე,
ორაზროვანმა პარადოქსებმა
ბინძური ხელებით მომკლეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები