ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2013


გზა ღარიბია

გზა ღარიბია

გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გადმოუყრიათ სახურავიდან...

აღარ გამოჩდნენ ძველი ხედები,
სარკმელთან ისევ სცივა ბეღურას
და ცარიელი სახლის კედლები
საათებივით გაჩერებულან...

გარინდული ვარ ვით ჰერმან ჰესე,
მერე კი ფუნჯით, როგორც საადი
ვეხები კედლებს და ვქოქავ ლექსებს
ვით გაჩერებულ კედლის საათებს...

გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გადმოუყრიათ სახურავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები