ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2013


ო, მთვარე, მთვარე


    ო, მთვარე, მთვარე

  დილით, როდესაც
მზე- ეს ყველაზე უდიდესი ეგოცენტრისტი-
თავისი წვეტიანი საცეცებით იპყრობს ყველაფერს,ყველა სულდგმული
იწყებს ახალ დღეს.
  ის- ერთადერთი ემალება ამ ქვეყნად ყველას,
და იძირება მარტოობის მომთენთავ ნეტარებაში,
უშნო გოგოს შეკავებული ბოღმით.
  ღამით,
, როცა ვარსკვლავები-
ჭორიკანა მეტიჩრები-
მრავალმნიშვნელოვნად იღიმებიან,
თითქოს ყველაფრის აზრზე იყვნენ,
ის ჩამოიშლის უშნო ბუწუწებს,
რომ არ შენიშნონ,
როგორ უჩუმრად იცრემლება
და მის უნაყოფო მკერდს
როგორ ეცემა ცრემლი, რომელიც ისევე მწვავეა
როგორც მლაშე.
  და მხოლოდ ზოგჯერ
თამამ სიზმრებში,
(რომელსაც ვერვის უამბობ),
მას ეჩვენება ნაპრალის პირზე ამოსული მორცხვი პირიმზე,
მის ამოსვლას რომ ელოდება
ფარული თრთოლვით.

       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს