ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2013


გაადამიანურდი გაზაფხულივით!

ჩემი ვნების ვედროში გუბდება გაზაფხული
ნელ-ნელა თბება ირგვლივ
მჯერა შენს ხაოიან ნიკოტინიან და კეთილ ენაზეც
დადებს ტერფს ქრისტეფორე კოლუმბი
ფერნანდო მაგელანი და ამერიგო ვესპუჩი.
სამივე ერთად ერთ სივრცეში დაიდებენ ბინას.
მოუთმენლად და აღელვებით დაველოდები ახალი
კონტინენტის აღმოჩენას შენში.
თუმც უკვე წვერები ამომივიდა ლოდინში
ხშირი და მეჩხერი წვერი
დარდივით მძიმე.
შენსავით მძიმე და შენზეც მძიმე.
წვერს გავატან შენზე შორ ფიქრებს
თუმც წვერი ხელხლა ამომივა.
დარდს გილზებად ვალაგებ ტყვიების აცმაში.
შენთან ყოფნის სურვილს კი ცოტა დენთს ვუმატებ
და დაუფიქრებლად ვისვრი უმისამართოდ.
ვიქნები ბანალური და გეტყვი!
მე იარაღის მეშინია!
მე ტკივილის მეშინია!
მე სიკვდილის მეშინია!
მე უშენობის მეშინია!
მხოლოდ იმით ვარ ძლიერი რომ შენი
გაადამიანურების დღემდე უიმედოდ მჯერა
და შენს თვალებში ვეძებ ჩემი ფიქრების გოლგოთას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები