ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2013


აფხაზი ბიჭის მოლოდინი

                                  მ. პეტრე კოლხს
                             
არაფერია გასაკვირი მოვედი,ეს მე ვარ
აღსარებაა ტკივილის და ცოდვების აბი,
ხელაპყრობილი,ცრემლებით სავსე საზღვართან ვდგევარ
მე აქ მოვედი გელოდები სადახარ რაბი...
    მოვედი რადგან სულს შევწირო მცირე ზვარაკი,
    თორემ ძარღვებში სისხლი უკვე ვეღარ მოძრაობს,
    დიდი სიმშვიდე შემოვიდა სხეულში რაკი...
    მოხვედი აქ ხარ მოგეგებე ჩემო მოძღვარო...
რა არ ნახე სად არ იყავ განა,
რა ცრემლებით ოშკი,ხანძთა,ბანა
თავს გვირგვინი გედგა ეკლიანა,
შემოდი და რიწამ ფეხი გბანა.
    ქალაქმა ჩოხა მოირგო მზის და
    ნახე ვარდებიც მოქარგა მიწამ,
    გაღმა ბერკაცი ხორბალსაც მკიდა
    და სუნიც უკვე ქართული ვიცან.
ასე შეუდექ შენ გზას ურთულეს
ბედიის ზარებს აედგათ ენა,
ამოისუნთქეს ჩაიჩურჩულეს
ვისაც ველოდით შენა ხარ შენა.
    დილით მზე ედგა სოხუმს დიდების
    და კვლავ გაისმა ქრისტეს დიდება,
    დრო აღარ მოვა შემობინდების
    მზე სოხუმიდან ამობრწყინდება...


ლექსი დაწერილია მას შემდეგ რაც მოვისმინე და წავიკითხე მამა პეტრე კვარაცხელიას ლექსი "სოხუმო ჩემო"...
http://www.youtube.com/watch?v=ySHDVpf1BWA

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს