 | ავტორი: მირანგულა ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2013 |
სიყვარული: ჩემი ერთგული და უღალატო "იარაღი", ბანალურობა კი, უკუჩვენება მისი – ვით ბიძგი მხარზე - მტკივნეულია: დაუღალავად ვნადირობ "თითქოს", გული კი, ცარიელი განაგრძობს დუღილს... - ბოლო არ უჩანს არც ამ სეზონსაც (ღმერთის წყალობით!), - "ტყვია-წამალი" მელევა ღმერთო, - მაგრამ, შენ არა! - შენ, უღალატოდ, თავს მაკლავ ისევ, - ხელცარიელი არ მიშვებ სახლში: და ჰა! -33 კვერცხი დუღს ქვაბში, შენ კი, ჩემს გულში ცდილობ დამკვიდრდე, აღსდგე! რომ სიყვარული, სხვის გულს კი არა, ჩემს გულს ვახალო... მე უნდა გავტყდე! - ჩემი ნაჭუჭი უნდა დავტოვო ისე, ვით სარკოფაგი, მაგრამ ძნელია - "მე" შევიყვარო... ქრისტე აღსდგაო, - იტყვიან სამჯერ, ჭეშმარიტადო, - პასუხიც სამი... ამ დროს, ჩემს გულში ღრმად ვიქექები და ჩემს სიძულვილს ვპოულობ მხოლოდ, "მე"-ს სარკოფაგს რომ ლოდივით ფარავს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|