 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 23 აპრილი, 2013 |
პრო-სამყარო... პრო-ამერიკული... პრო-რუსული... პრო-ქართული... გროტესკული სამყარო და ამფიბიებით დანაყრებული ადამის მოდგმა. წაბილწული გარსი და იურული პერიოდის ამჟამად გადაშენებული ცხოველები. მათი სიკვდილის მიზეზი - პრო-ტესტი ადამიანების წინააღმდეგ. ზეზვა და მზია შარშან წინ გავიცანი. მათი სიკვდილის მიზეზი - პრო-ტესტი დისკომფორტის გამო. ამბობენ შიმშილს ვერ გაუძლეს და ბოლოს თავი მოიკლესო. ისე მართლა მაინტერესებს, ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცნენ თუ სხვამ მოკლა? ამ და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად დროის მანქანა მოვიძიე. ერთი მექანიკოსი მეგობარი მყავს, სწორედ იმდენი წლისაა რამდენის პრო-წლოვანებას შეჰფერის. მისი ისტორიაც პრო-გათვლადია ცვლადების გარეშე. არც შავი ხვრელი იცის თუ რა არის და არც პიცა გაუსინჯავს ოდესმე. ერთი ჩამოყალიბებული იდიოტია, რომელმაც მანქანა შექმნა მხოლოდ იმისთვის, გაეგო თუ რამდენი წლის იყო. მივაკითხე მეგობარს - ჯეკი ჰქვია, თუმცა მოფერებით ჯეკას ვეძახი. არ მსიამოვნებდა თავსხმა წვიმაში გარეთ გასვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. არც აღდგენილ ზეზვასა და მზიას ფიტულებთან მიმესვლებოდა... ახლოსაც არ მიმაკარებდენენ, ეს რომ არა განა ჩემ შეკითხვებს უპასუხებდნენ? ერთადერთი ცოცხალი და საუკეთესო მეგობარი ჩემი ფიზიკოს-მექანიკოსი გახლდათ. ლამის კარი ჩამოვიღე, როგორც იქნა გამიღო კარი. კარში დამხვდა არეულ-ალეწილი სიფათიანი ახალგაზრდა, მაგრამ ზედმეტი დასხივებებისაგან დანაოჭებული, უკვე ჩემთვის საინტერესო პაციენტი. რატომ პაციენტი? ექიმი ვარ - ფსიქიატრი. მიცნობდეთ! სალამს გიძღვნით, ჩემი სახელია მიშელი. მამით ფრანგი, დედით მოზამბიკელი. დედა საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ ჩრდილო-დასავლეთის ნახევარკუნძულ ბრეტანზე ემიგრაციის წყალობით მოხვდა. ის ადრეულ ასაკში ქალაქ ნანტში ცხოვრობდა. მამამ, პარიზის ერთ-ერთ ბარში მისი სილამაზის წყალობით გაიცნო. მახსოვს ბაბუა მიყვებოდა სეპარატისტულ მოძრაობაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარეობდა. საბოლოოდ პარიზში დასახლდნენ ჩემები. მოკლედ, ჩემი მეგობარი გამოთაყვანებული სახით მიცქერს და კითხვას მისვამს: - რა გინდა? - ჭიქა და ყავა. - ასე იმიტომ განვუმარტე, რომ თავად ბოთლიდან სვამდა ხსნად ყავას. - შემოდი, მეტი არაფერი მთხოვო. - კარგი. - სავარძელში მიყრილ-მოყრილი სამოსი დივანზე მივყარე სადაც ელექტრო ხელსაწყოები და სხვა მისთვის საჭირო და ჩემთვის აბსოლოტურად გაუგებარი ნივთები მიმოებნია. - უკვე მოკალათდი? - არ შეწუხდე! - არც აპირებდა. - დღეს ამერიკელები მთვარეზე დასხდნენ. - რას მეუბნები?! ისე სწრაფად გამოვედი სახლიდან, რომ არც კი ჩამირთავს ტელევიზორი. - გაგიკვირდა? - არა! - ყავა მზად არის. ჭიქა სამზარეულოშია. - ვერ მივაგნებ. - ეეეჰ, ნიუტონ შენ მიშველე! - ღმერთის არ სწამდა. - იცი, მინდა რაღაც გთხოვო! - გისმენ! - შენი დროის მანქანა მჭირდება. - ვერ გავიგე?! - შენი რკინის კონსტრუქცია მჭირდება, რადგან ზეზვას და მზიას მინდა შევხვდე! - ესენი ვინ არიან? - არ იცი? მთელის მსოფლიო ამ ორ ადამიანზე საუბრობს. - ერთით ერთი! იქნებ ამიხსნა? - შენი მანქანით მხოლოდ დედამიწის სხვადასხვა დროში თუ ვიმოგზაურებ. შესაბამისად მცდელობა იმისა, რომ მთვარეზე მოხვდე... - იქნებ მოკეტო. - მხოლოდ შენს შედეგ. გთხოოოვ გააკეთე ეს ჩემთვის! - არა, გამორიცხლია! არ მუშაობს. - მატყუებ. ერთი კვირაა რაც სახლში გაკითხავ. ორჯერ სახანძრომ მოგინახულა, გაფრენა-ჩამოფრენის დროს. - აი, როცა მზის გარსის ამსახველ კადრებს, შენ მიერ გადაღებულს მომიტან, სიამოვნებით დაგთანხმდები და გავფრინდეთ! - გავფრინდეთ? - ჰო, იფიქრე რომ მარტო წახვიდოდი? - შენ ფიქრობ, მე მზის გარსის ამსახველ კადრებს მოგიტან? - პირველად ვნახე მომღიმარი ჯეკა. მამა გამახსენდა. ისიც ასტროფიზიკოსი იყო. რა გასაკვირია, რომ ეს მამონტი შემიყვარდა?! - ფიქრობ ჩემზე? - მოულოდნელი კითხვა დასვა ჯეკამ. - შენი ატანა არ მაქვს. - მორჩი ყავის სმას? - კი. - წადი სახლში. - სხვა ეპითეტებითაც შემამკო. არც მე დავაკელი. სამყარო მიყვარს, რომელიც მავსებს ქრომოსომებით. ქრომოსფეროში გახვეულს პროტუბერანცები მიღიტინებენ! აშკარად მაღვიძებს სიცხე და ვხვდები, რომ გამოცდაზე ვარ! მომწონდა სამყარო, რომელიც დაუმორჩილებლობას მიცხადებდა. სწორედ ისეთ თავისუფლებას განვიცდიდი, როგორც ის. პროსამყარო... ჩამძინებია! გამოცდაზე ჩავიჭერი. *** ფერებში მახსენდება ის პერიოდი როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი. გრძელ დერეფანს კოლეჯის ეზოში გავყავდი. აუდიტორიების სიმრავლე მახალისებდა. თვრამეტი წლის ვიყავი მაშინ, როცა გოგო შევაბი. რა საოცარი რამ იყო. დღემდე დაუვიწყარი. ერთადერთი რაზეც არ გვისაუბრია რელიგია იყო. ის პრო-ტესტანტი იყო მე ბუდიზმით ვიყავი გატაცებული. ნაცვლად რელიგიისა ვისაუბრეთ ჭამაზე. მას ჰამბურგერი უყვარდა, მე პუტკუნა ქალები. მე ჩიფსი და ჰელოუინის დღე, მას ათლეტური ბიჭები. გამოდის ერთმანეთის გემოვნებას ვაკმაყოფილედით. რაშიც ვერ შევეწყვეთ ეს მუსიკა იყო. თავისუფლად შეეძლო ვნებებში წასულს, კითხვა დაესვა ჩემთვის: - რას შვები? - მთვარეს ვუცქერ. - იყო პასუხი ჩემგან. შემდეგ მორიგ კითხვას დასვამდა. ასე შეეძლო სურვილი გაექრო ჩემთვის. უცნაურია ცხოვრება, ამ უცნაურობით ვიხიბლებოდი, სანამ მსგავსი სცენარით თამაშის დროს ვიღაც ახვარმა არ გაასაღა. დაკრძალვაზე ვიყავი, ვარდიც მივიტანე და საფლავში მის ჭურჭელზე დავაგდე. მაშინ ვნახე დედამისი პირველად. სხვა არავინ ჰყავდა. მას დედა ჯობდა! რა ბედი ეწია მიშელს? სწორედ მან იცოდა სექსის დროს საუბარი. საშინლად წვიმდა. საშინლად ციოდა... მეც მციოდა! მას არ აწვიმდა. მხოლოდ მე ვდუმდი, ყველა ტიროდა. ის ჩვიდმეტი წლის იყო. მიშელი რამდენი წლისაა? მე პროამერიკელი ვარ! ხვალ ტესტირება მაქვს... ჩავიჭერი. *** ფერებში მახსენდება ის პერიოდი როდესაც სამარშრუტო ტაქსი შენი სახლის კარებთან გავაჩერე. გარეთ დარი იყო. ავდარი გულში მქონდა. მსურდა ჩემთვის თვალებში ჩაგეხედა და მხოლოდ სიმართლე გეთქვა და არაფერი სიმართლის გარდა. მე ინგლისური არ ვიცოდი, შენ ფრანგულად გიჭირდა საუბარი. შენი თვალების იმედად დავჩი მხოლოდ. კარგი ქალაქია სანკტ-პეტერბურგი, სულმოუთქმელად ველოდი-ხოლმე თეთრ ღამეებს. დღისით მეძინა, ღამით კი პესოჩნაიას ქუჩას ჩავუყვებოდი თავდაცვის გამზირამდე. როგორც თავად პეტერბურგი არის სხივური დაგეგმარების ქალაქი, მისი მოედნებიც სხივურია. ფეხქვეშ მტირალა მზე მეფინებოდა... ზოგჯერ მწვავდა, ზოგჯერ ფეხის ტერფებს მისველებდა. მე მიშელი ვარ და რუსი! ჯეკამ დამირეკა ზუსტად ერთი წლის წინ. ხმით ვერ ვიცანი. შეცვლილა. ვკითხე: „ისევ ის იდიოტი დარჩი და სიფათიც იდიოტური გაქვს-მეთქი?“ იცით რა მიპასუხა: „კი ისევ ისეთი ვარ, მხოლოდ პროფესია შევიცვალეო“. დავინტერესდი და მასთან საუბარი განვაგრძე: - ისევ ბოთლიდან სვამ ყავას? - არა, დავოჯახდი. - მართლა? - რა ჰქვია მეუღლეს? - ჯესი და ახლა ის სვამს ყავას ბოთლიდან. - შენ ვერავინ შეგცვლის. - აქ სიცილი ვერ შევიკავე. - სად ხარ? - პეტერბურგში. - იქ რა გინდა? - სამსახური დავიწყე. - მერე? - რა მერე? არ მომწონს რუსის ბიჭები. თუმცა კავკასიელებით მოვიხიბლე! ერთი ქართველი გავიცანი. - ქართველი?! ქართველები ვინ არიან? - არ ვიცი?! ჯერ მხოლოდ სახელი ვიცი მისი. დავითი ჰქვია. - აააა. გასაგებია! ე.ი. დეივიდი? - არა, დავითი. - კარგად მიშელ! სასაუბრო დრო მეწურება, თან ჩემი ცოლი დაბრუნდა სტრიპტიზ კლუბიდან. - მამაკაცების? - არა, იქ ცეკვავას. კარგად! - კარგად, ჯეკა! ვიდრე ქართველს შევხვდებოდი, ორი წლით ადრე ფიოდორს ვხვდებოდი. ერთი ქერა ბიჭი, ათლეტური. რუსულიც ვისწავლე. პუშკინიც შემიყვარდა, მაგრამ დოსტოევსკის „იდიოტთან“ ვერაფრით დავაკავშირე ჯეკა. საინტერესო პერსონა იყო. წარსულში ალბათ იმიტომ, დიდი იყო მსგავსება მისი, ჩემ ყოფილ „ბოიფრენდებთან“. ცალკე ცხოვრობდა. მეც მის სადარბაზაში მქონდა ბინა. ერთ თვეში მასთან გადავედი საცხოვრებლად. ორი წელი ვითამაშეთ სახლობანა, ბავშვი არ გავაჩინე. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვსვამდი. რა თქმა უნდა დავშორდი. უბრალო მიზეზის გამო - მომბეზრდა. ალბათ მასაც! გაცილებით საინტერესოა მამაკაცი იყოს ქალის მეგობარი ვიდრე გიყენებდეს. ფეოდორი არ იყო იდიოტი, მაგრამ მაინც მოკლეს. ძალიან დამწყდა გული! ჩემ გამო არ მოუკლავთ, საყვარელთან ფლირტაობამ იმსხვერპლა. ტყეში, ხეზე მიბმული იპოვეს. მშობლებს რა ბედი ეწიათ არაფერი ვიცი. არ ვიცნობდი მათ. მკვლელი ცნობილი ბიზნესმენი იყო. მიყვარდა პეტერბურგის თეთრი ღამეები... მე პრო - ტესტ(ანტ)ი ვარ! არ ვდარდობ ადამიანებზე. ისინი არ არსებობენ, რადგან არსებობენ იმისთვის, რომ არ არსებობდნენ. ვინ ვარ მე? უფლის ტესტში ერთ-ერთი კითხვა... პრორუსული აზრონვნება და მე. ძილში ვნახე სიზმარი, რომ ჩავიჭერი. *** დაკითხვაზე ვარ. ქართული სასამართლო... რეპუტაცია და ღირსება. და ორი პინა! ორნი დედამიწაზე. დასაბამიდან სასრულამდე. კაცი და ქალი. მე კაცი... მე ქალი... ყველაფერი ორია - ქარიც კი. მთელი და ნაწილი... განუყოფელი... დავითი და მიშელი ისტორია არა საქებარი დასაწყისით. დილაადრიან, მზისამოსვლამდე, დასეირნობდა დავითი პეტერბურგის ქუჩებში მიშელთან ერთად. ისმენდა მისგან ცრემლნარევ თხზულებებს და მხოლოდ ერთი კითხვა არ ასვენებდა - რა მელის შემდეგ? გზას აგრძელებდნენ. მოვერცხლილ ასფალტზე მათი ლანდები წაიშალნენ, უკვე ამოწვერილ მზეს ეგებებოდნენ. მიშელმა წელზე მოხვია ხელი და თავი მის მხარზე ჩამოდო. შინ მიაცილა ჭაბუკმა გოგო. სადარბაზოს კართან წყვილი გაჩერდა. მიშელმა მას ახედა. დავითი ერთი თავით მაღალი იყო. სიმაღლეს არც მიშელი უჩიოდა. გრძელი თმებითა და ნუშისებრი თვალებით იწონებდა თავს დავითთან. ბაგეებს ხარბათ კბენდა, თავსაც მორცხვად ხრიდა ვაჟის წინაშე. ჩამოშლილ თმებს ხანოკლეობით გადასწევდა-ხოლმე უკან გრძელი თითების დახმარებით, ასფალტს დააცქერდებოდა და კვლავ ვაჟს გახედავდა. ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე ასვენებდა თვალებს დავითი, უნებლიედ ითრევდა მისი სილამაზე ჭაბუკს, სურდა ჩაეკრა გულში და მარადიულ ნეტარებას მისცემოდა. მორცხვობდა ფიქრებშიც. ქართულ ცნობიერებას ვერსად დაემალა. არც უფიქრია... ხუთ წუთიანი დულიმის შემდეგ მიშელმა იტვირთა გაეფანტა უხერხულად, თავებს წამოფარებული თეთრი განთიადი და იმ რეალობას დაბრუნებოდნენ რაც სახლიდან გასვლისას თავად მას აწუხებდა. - ხვალ გამოცდა მაქვს - შენ ხომ მუშაობ? - მერე რა... სწავლა არ შეიძლება? - როგორ არა?! - ხვალ სამართალში, ზეგ ფსიქოლოგიაში. - სისხლი თუ სამოქალაქო? - ორივე. - გამოდის სასწორზე ჯდები. - შესაძლებელია... ჩემი ზოდიაქო სასწორია. - მიყვარს მწონავები! - ღიმილი გამოისახა მიშელის ბაგეებზე. ძალიან უხდებოდა. ქათქათა თეთრი კბილები მის ღიმილს შესანიშნავს ხდიდა. - სიტყვა რამდენ გრამს იწონის მიშელ? - ყოველთვის ასეთი საინტერესო ხარ? - ზოგჯერ! - თავი დახარა დავითმა და მხრები შეათამაშა. - მთქმელს გააჩნია, დავით! - დავუშვათ მთქმელი შენ ხარ... - მაშინ, შემფასებელი შენ ხარ დავით! - მაგალითად: იესოს სიტყვა იუდამ ოცდაათ ვერცხლად შეაფასა. - დღეს, თითქმის ყველა იუდაა. ამიტომ ვარ პროტესტანტი. - მე მართლმადიდებელი, მიშელ! - იცი, რელიგიაზე არასოდეს ვსაუბრობ. - მოგვიწევს მიშელ, რადგან მალე საქართველოში წავალთ. - მე არ მეკითხები? - არც მიფიქრია. - ყველა ქართველი მამაკაცი, შენ გგავს? - რა თქმა უნდა! გამონაკლისებიც არიან. - გასაგებია. მე ვერ წამოვალ. - რატომ? - ვსწავლობ, დავით. შეგახსენებ, რომ ხვალ გამოცდა მაქვს. - ხვალ არ მივდივართ. სწავლას მოვრჩებით და შემდეგ წავალთ. - ვიფიქრებ. - არ ღირს. ჩვენ მოტაცებაც ვიცით. - მოტაცება? ეს რას ნიშნავს? - სატრფოს, ვიტაცებთ. – „სატრფო“ ქართულად წარმოსთქვა. - სატრფო რას ნიშნავს? - გაიმეორა სიტყვა ქართული მიშელმა. - შეყვარებულს. - ერთი სიტყვით განუმარტა გულის ნადები მიშელს. - ისევ წვიმა დაიწყო - არაფერია, გადაივლის. - შენ, რა იცი? მაოცებ დავით... - შენც მიშელ! იცი მიშელ? ნაპელეონი კოლხი იყო. - კოლხი ვინ არის? - მე ვარ კოლხი. - ე.ი. ქართველი? - ჰო! - არ მჯერა. - მომღიმარი სახე გაოცების ნაოჭებმა შეცვალა. შუბლი დაიხაზა. - ჭკვიანი გოგო ხარ მიშელ. - მადლობა! - კარამდე მიგაცილებ. - სიამოვნებით! მიშელი, მიშელი, მიშელი... მათ სძინავთ. გამოცდებმა კარგად ჩაიარა. მიშელი დამამთავრებელ კურსზე გადავიდა. გათენდა. დავითი ჩაიჭრა! რამდენჯერ? *** თვითმფრინავში ჩავსხედით. დავითს ეღიმებოდა. ღრუბლებს ვწმენდდი ილუმინტორიდან. კვლავ ავმაღლდით, თეთრი ზღვის თავზე მივფრინავდით, სტუარდესამ კეთილი მგაზრობა კიდევ ერთხელ გვისურვა. დავითმა ოჯახი გამაცნო. ის ჩემებს არ იცნობდა, ან როგორ? მე ისინი ავიაკატასტროფის დროს დავკარგე. ძალიან მეშინოდა თვითმფრინავის... რკინის ჩიტს არ ვენდობოდი, მაგრამ ვენობოდი დავითს. ის ქართველია და მას მე ვუყვარვარ! მშობლები აეროპორტში გავიცანი. მოვიხიბლე და აღტაცებაში მომიყვანა საქართველოს კუთხეებმა. მას ნათესავები საქართველოში მრავლად ჰყოლია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ფოთლებიც კი შრიალით ესალმებიან დილით ერთმანეთს. ზამთარში ბუნება მკაცრად გეფერება და გათბობს. შემოდგომას თრობა ჩვევია თურმე, მაგრამ ეს ჩვევა შემდეგ არ ცნობს დროებს. ის არასეზონურია და მას სულის შეყვარებულს უწოდებენ! საკრავებიდან სალამურს გამოვარჩევდი. მას სულის ენას უწოდებენ. ბიჭებიდან მხოლოდ დავითს გამოვარჩევ და მას ვეტყვი, რომ: მე პრო-სამყაროელი მე პრო-ამერიკელი მე პრო-რუსი და პრო-ქართველი ვარ! და ეს ყველაფერი ჩემი პრო-ტესტია! ტესტი, რომელიც ვერ ჩავაბარე, მაგრამ დღეს მე მართლმადიდებელი ვარ! მე ერთი პატარა ქაოსი ვარ - ქაოსი კი ჩემი საყაროს სახეა. გიგო რიონელი 26 აგვისტო 2012 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მეორედ წავიკითხე ახლა და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დამიტოვა.პირველიც საოცარი განწყობა იყო და მეორეც საოცარია თუმცა ახლანდელი განწყობა განსხვავებულად საოცარია.გამოვარჩევ იმ სიმბოლიკურ ხაზებს რომელიც პირადად მე მომწონს ნაწერში ყოველთვის და სიტუაციურ ხლართებზე აღარაფეს ვამბობ.აქვე აღვნიშნავ რომ პროზის დიდიმოყვარული არ ვარ და ვიტყვი რომ პირველად წავიკითხე ასეთი რამ აქ. გაიხარეთ გიგო თქვენა +2. მეორედ წავიკითხე ახლა და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დამიტოვა.პირველიც საოცარი განწყობა იყო და მეორეც საოცარია თუმცა ახლანდელი განწყობა განსხვავებულად საოცარია.გამოვარჩევ იმ სიმბოლიკურ ხაზებს რომელიც პირადად მე მომწონს ნაწერში ყოველთვის და სიტუაციურ ხლართებზე აღარაფეს ვამბობ.აქვე აღვნიშნავ რომ პროზის დიდიმოყვარული არ ვარ და ვიტყვი რომ პირველად წავიკითხე ასეთი რამ აქ. გაიხარეთ გიგო თქვენა +2.
6. მეორედ წავიკითხე ეხლა და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დამიტოვა.პირველიც საოცარი განწყობა იყო და მეორეც საოცარია თუმცა ახლანდელი განწყობა განსხვავებულად საოცარია.გამოვარჩევ იმ სიმბოლიკურ ხაზებს რომელიც პირადად მე მომწონს ნაწერში ყოველთვის და სიტუაციურ ხლართებზე აღარაფეს ვამბობ.აქვე აღვნიშნავ რომ პროზის დიდიმოყვარული არ ვარ და ვიტყვი რომ პირველად წავიკითხე ასეთი რამ აქ. გაიხარეთ გიგო თქვენა +2. მეორედ წავიკითხე ეხლა და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დამიტოვა.პირველიც საოცარი განწყობა იყო და მეორეც საოცარია თუმცა ახლანდელი განწყობა განსხვავებულად საოცარია.გამოვარჩევ იმ სიმბოლიკურ ხაზებს რომელიც პირადად მე მომწონს ნაწერში ყოველთვის და სიტუაციურ ხლართებზე აღარაფეს ვამბობ.აქვე აღვნიშნავ რომ პროზის დიდიმოყვარული არ ვარ და ვიტყვი რომ პირველად წავიკითხე ასეთი რამ აქ. გაიხარეთ გიგო თქვენა +2.
5. ძალიან კარგი, ემოციური პროზაა, მშვენიერი თხრობით და სტილით! ძალიან კარგი, ემოციური პროზაა, მშვენიერი თხრობით და სტილით!
4. რა საინტერესოდ წერთ გიგო. კიდევ წავიკითხავ მე ამ პროზას. რა საინტერესოდ წერთ გიგო. კიდევ წავიკითხავ მე ამ პროზას.
3. მაპატიეთ...ეს...წინადადება....ამოღებული....მქონდა..... მაპატიეთ...ეს...წინადადება....ამოღებული....მქონდა.....
2. ასე დაბწვნა ბედმა ჩემი აკვანი!---->>> ეს რას ნიშნავს? ასე დაბწვნა ბედმა ჩემი აკვანი!---->>> ეს რას ნიშნავს?
1. ასე დაბწვნა ბედმა ჩემი აკვანი!---->>> ეს რას ნიშნავს? ასე დაბწვნა ბედმა ჩემი აკვანი!---->>> ეს რას ნიშნავს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|