ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2013


ტყვიის ირონია (ეტიუდი)

ომი...
ძმათა ომი.
მე შენ და ტყვია...
ჩემი სახელი მასრაზე ნატვიფრალი შენს მიერ. სიტყვები ჩამრჩა მოზუზუნედ. არ იბერტყება ყური ჩემი. ვყვირი უხმოდ, გონებაში... ვარჩევ სამალავს. მარტო ვარ. გულზე მაწევს სურათი შენი, როგორც ტყვია ჩემი სახელით შენს მჭიდში წევს.
გოლგოთობს გული, ურჩობს ზნეობა, ყვირის დედობა. მე შენ ბავშვს ვატარებ სულით. სამალავიდან დედაშენმა დამიხსნა.
შემდეგ?
შემდეგ გადამეფარა!
შემდეგ?
მოკვდა!
აფხაზი დედა მოკვდა!!!
მამა ოსი მყავდა. ის სოხუმში მოკლეს.
შენზე მითხრეს - ტყვედ ჩავარდაო. იმედი მქონდა.... მაგრამ ამაოდ.
გაგძარცვეს, ტყვიაც წაიღეს...

***
ზღვასთან აღმოვჩნდი. ლოცვა შემომესმა!
ისინი აფხაზები იყვნენ.
ხმაზე ვიცანი ჩვენი ჭიშკრის მეზობელი.
მივიხედე. გვიანი იყო!
უკვე მესროდნენ.
უაზროდ დავეცი ზღვის ნაპირთან.
ჰაერს უკანასკნელად ვიღებდი სხეულიდან.
„აღუ“ მომესმა... მე, ვაი დედა წავიმღერე!

შენ გხედავ.
როგორი ვაჟკაცი მყავდი!
ხელისგულზე ცარიელი მასრა დამადე.
მასრაზე ჩემი სახელი წავიკითხე.
ტყვიამ დაგვცინა!



7 აპრილი 2013 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები