| ავტორი: ბრავო ჟანრი: პროზა 18 აპრილი, 2013 |
მაშინ, როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე ჯერ კიდევ ჭაბუკს, უკვე დაწერილი მქონდა არაერთი ლექსი, რომლებშიც ხშირად შეხვდებოდით „ჩემი ქალბატონის“ გაღმერთებას. დიახ, ჩემი ქალბატონის, ასე ვუწოდებდი მას. მე იგი შემიყვარდა რაღაც სასწაული სიყვარულით და უზომოდ მსიამოვნებდა ეს. ხშირად ყურში ხვდებოდათ მკითხველებს, ის სიტყვები, ფრაზები და ტაეპები, სადაც მას ღმერთს ვადარებდი და ბევრი მიკრიტიკებდა ამას, არ შეიძლება ასე, მკრეხელობააო. ერთი გურული მეგობარი მყავდა,პოეტი, რომელიც ხშირად მეტყოდა-ხოლმე თავისი ტკბილი გურული კილოთი - „ნუ წერ ძამია მასე, არ მეეწონება მაი იმ დალოცვილ ღმერთს, არ ხარ შენ გლახა ენის პოეტი, მეიფიქრე რაცხა სხვაი და იმით შეამკე მაი შენი ქალბატონი,რაღა მანდამაინც ღმერთი უნდა დოუძახოო“, მაგრამ ამ და სხვა მისთანებს ხუმრობით ვპასუხობდი, შეთანხმებული ვარ ღმერთთან და უფლებაც მაქვს ამისითქო. მე აღარ მიკვირდა „ვეფხისტყაოსანიც“, პირიქით - ვფიქრობდი, რომ ტარიელს და ავთანდილს რომ ჩემ დონეზე ჰყვარებოდათ თავიანთი სატრფოები გაცილებით დიადი იქნებოდა ეს პოემა. ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რახან ეგრე ფიქრობ მიდი და თუ ბიჭი ხარ დაწერე უკეთესითქო, მაგრამ აქ ერთი რეალობა იყო - შოთა ჩემზე ნიჭიერი იყო აშკარად(თუმცა კი დავწერე ერთი თექვსმეტმარცვლიანი სტროფი, რომელსაც „ღმერთისტყაოსანი“ დავარქვი და რომლის ყოველი ტაეპი ჩემი ქალბატონის სახელით ბოლოვდებოდა,მაგრამ გაგრძელებაზე არც კი მიფიქრია)... მიუხედავად იმისა, რომ პატივცემული ქალბატონი ვერა და ვერ ვაზიარე ჩემს სიყვარულს თავს მაინც მშვენივრად ვგრძნობდი; იგი ჩემი არ იყო, მაგრამ თავი მაინც ქუდში მქონდა - ვიცოდი, რომ ჩემი თუ არა, სხვისიც არ იქნებოდა და ამიტომ ადვილად ვეგუებოდი ჩემს ცალმხრივ სიყვარულს. უნდა ვთქვა,რომ მიჭირდა სიყვარულის გამოხატვა, ჩემი პოეზიის და პროზის მიუხედავად,მაინც ვფიქრობდი, რომ ადამიანები, რომელთაც იცოდნენ ჩემს სიყვარულზე ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ ამ სიყვარულის სიდიადეს და ძალას, ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ იმას, რასაც ჩემი სიყვარულის გამო ვაკეთებდი და რაც მართლა დიდი სიყვარულის ნიშანი იყო ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა, ეს მხოლოდ მე ვიცოდი და სხვამ არავინ.მაგალითად ერთ დღეს ძალიან, რომ მომენატრა, წავედი და უბრალოდ რომ დამენახა, მის სახლთან ახლოს გავჩერდი. დილა იყო. ვიფიქრე საცაა სახლიდან გამოვა და უნივერსიტეტში წავა, მეც თვალს შევავლებ და „მეყოფა“ ცოტა ხანი-მეთქი. მოვიდა თორმეტი საათი და ისევ იქ ვიდექი გაწბილებული, მერე ვიფიქრე, ალბათ, ძალიან ადრე გავიდა და გამასწრო, დაველოდები, როცა იქნება ხომ დაბრუნდებათქო. ასე ლოდინში დავაღამე იქ, უშედეგოდ... რაღა მექნა, წამოვედი სახლში... წამოვედი და მეგონა, რომ ყველას უნდა სცოდნოდა ჩემი იმდღევანდელი თავგადასავალი,ყველამ იცოდა ვინ ვიყავი მე,იცოდნენ,რომ მე ვიყავი ის, ვინც დილის რვა საათიდან საღამოს ათ საათამდე ელოდა თავის ქალბატონს ისე, რომ ერთხელაც არ ამოუხვნეშია,მეგონა, რომ ყველა, ვინც მხედავდა ჩემს სიყვარულზე ლაპარაკობდა; მაგრამ ასე არ იყო - არ ჩურჩულებდნენ ჩემზე ირგვლივ მყოფნი,მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი მათთვის, ერთი ჩვეულებრივი მგზავრი, ჩვეულებრივად უნდა გადამეხადა სამგზავრო და ჩემს გაჩერებასთან ჩამოვსულიყავი. სახლშიც კი არავინ არაფერს მკითხავდა რათქმაუნდა... მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული არაჩვეულებრივი, ღვთაებრივი და მარადიული იყო, მე მჯეროდა, რომ ოდესმე თავად ღმერთი შემამჩნევდა დედამიწაზე მე - ყველასგან გამორჩეული სიყვარულის მატარებელს, შემამჩნევდა და მეტყოდა, რომ დიდი ხანია თვალყურს მადევნებდა, რომ იგი აღიარებს ჩემი სიყვარულის ზებუნებობას,რომ მასაც კი არ ჰქონდა ნანახი მსგავსი სიყვარულის ასე მოთმენა, რომ იგი გაოცებული იყო ჩემით, და მე მაშინ ნიშნის მოგებით შევხედავდი მთელს სამყაროს და ჩემთვის ჩავილაპარაკებდი - „ასეც ვიცოდი!“ თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო და ჯერ მსგავს სასწაულს პირი არ უჩანდა. გავიდა ასე რამოდენიმე წელი. გაზაფხული იყო მშვენიერი, იმ წელიწადს ყველაზე მეტად გამიხარდა გაზაფხულის მოსვლა, სასწაული ჩაიდინა თითქოს აპრილმა, უცბად გაამწვანა და სიცოცხლით აავსო გარემო, მიხაროდა სახლიდან გამოსვლა. საღამო იყო. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. რატომღაც გასეირნება გადავწყვიტე და სახლიდან ცოტა მოშორებით ჩამოვხტი ავტობუსიდან. იქვე რკინიგზის ხიდზე ავირბინე და ახლად გამწვანებული მდელოსკენ ვისროლე მზერა.მალე მატარებლის ხმაც მომესმა,მაგრამ გადასვლას ვეღარ მოვაწსრებდი და დალოდება გადავწყვიტე. რას ვიფიქრებდი, თუ ამ მატარებლის ერთი ვაგონი ჩემთვის იმ სასწაულით იყო დატვირთული მთელი სიჭაბუკე რომ ველოდი იმედიანად... ხმაურით ჩამიარა რამოდენიმე ათეულმა ვაგონმა. ბოლო, მწვანე ფერის ვაგონი კი უჩვეული სიმშვიდით ჩაეხსნა მატარებელს და ასევე მშვიდად გაჩერდა ზუსტად ჩემ წინ. გაოცებული მივაშტერდი მწვანე ვაგონს, რომელიც ისე კაშკაშებდა შიგნიდან, თითქოს მზის რაღაც ნაწილი დაემწყვდიათ შიგნითო. მალე ვაგონის კარი გაიღო და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, იქ იყო ღმერთი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გამხსენებია იმ წამს ჩემი ქალბატონი, ვერც იმის გაფიქრებას ვბედავდი, რომ ეს მართლა ღმერთი იყო, შემეშინდა, მეჩვენება რაღაც-მეთქი ვარწმუნებდი თავს, მაგრამ არა, ეს ნამდვილად ღმერთი იყო და მთელი სამყარო მეუბნებოდა ამას. ვითომდა ეს თავისთავად მოხდა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს არც უნდა გამკვირვებოდა... იგი ტახტზე იჯდა და მე მიყურებდა, აშკარა იყო, რომ ჩემთვის იყო მოსული, მას ჩემთან ჰქონდა საქმე... ნელ-ნელა გონება მოვიკრიბე, თავის დამშვიდება ვცადე და რაღაც ინსტიქტურად პირველი რაც მოვიმოქმედე ის იყო, რომ პირჯვარი გადავიწერე და თავი დავხარე. რომ გავსწორდი ღმერთი უკვე წამომდგარიყო და ახლა უკვე პირდაპირ ჩემ წინ იდგა. - გელოდით, - ამოვილუღლუღე მე - ვიცი, - მიპასუხა ღმერთმა, - ასე რომ არ იყოს ვერც ვერასოდეს მნახავდი აქ. ესენიც მელოდნენ, - თქვა მან და ხელი მარჯვნივ გაიშვირა, სადაც ოციოდე კაცის ჯგუფი იდგა, - შენით დავიწყოთ? - მკითხა მან? - არა, - ვუპასუხე თხოვნანარევი ხმით. - კარგი, - თქვა მან, ვაგონში შეიხედა და ვიღაცას რაღაც ანიშნა. მალე რამოდენიმე კილომეტრის სიგრძის ლიანდაგი, რომელიც სიბნელის გამო არ ჩანდა წითელი შუქით შეიმოსა და უკანასკნელ მოსახვევამდე ნათლად გამოჩნდა მისი სხივი. - ყველა აქ მდგომი შენნაირად ფიქრობს, რომ სიყვარულში პირველები არიან,-დაიწყო მან, - თუმცა კი ისინი მათ სატრფოებს მე არ მადარებენ, შენ ყველაზე დიდი ამბიციები გაქვს, ეხლა კი შევამოწმებთ ვის როგორ უყვარს. ყველა , ვინც აღმოჩნდება, რომ არ იყო იმ დონის სიყვარულის მატარებელი, როგორც ამას ამტკიცებდა დაისჯება და ვეღარასოდეს ეზიარება სიყვარულის ჭეშმარიტ სიტკბოს! დავიწყოთ! - თქვა მან და პირველიო, ანიშნა მომზადებულ ჯგუფს. სიყვარულის მარტივად იზომებოდა - ყველა სათითაოდ უნდა დავმდგარიყავით მატარებლის ვაგონთან, ლიანდაგზე გავლებული წითელი სხივი იყო სიყვარულის საზომი, ვისი სიყვარულიც პირველ თეთრ წერტილამდე ვერ მიაღწევდა,რომელიც ლიანდაგის სიგრძის შუაში ენთო, მისი სიყვარული არასრულყოფილად ჩაითვლებოდა და სასჯელს დაიმსახურებდა სიცრუისთვის. ოცი ჭაბუკიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა, რომელთა სხივმა თეთრ წერტილამდე გაჭირვებით, მაგრამ მიაღწია. მათ ღმერთი უდიდეს სიყვარულის ნეტარებას და სრულ ჭეშმარიტ ბედნიერებას დაჰპირდა, დანარჩენებმა კი მძიმე სასჯელი დაიმსახურეს. ჩემი ჯერი რომ დადგა ღმერთმა ყველას გასაგონად მკითხა: - შემახსენე როგორ მიმართავდი სატრფოს? - ჩემი ქალბატონი, - ძვლივს ვუპასუხე მე. - არა, მაგას არ გეკითხები, - თქვა ღმერთმა და უკვე გამოცდილი ჭაბუკებისკენ მიბრუნდა, - ეს ვაჟი თავის სატრფოს მე მადარებდა! ჭაბუკებში ჩურჩული ატყდა, განცვიფრებამ გადაუარა ყველას, მსგავს რამეს არავინ ელოდა. მე შემრცხვა, თუმცა მჯეროდა ჩემი სიყვარულის და თავი არ დავხარე. - აბა ყველამ ვნახოთ, - თქვა ღმერთმა და ლიანდაგისკენ მიმიპატიჟა. ნელ-ნელა წავედი მისკენ, ჯერ პირველ თეთრ წერტილს შევხედე ლიანდაგის შუაში ანთებულს, მერე კი ბოლოში მეორეს, რომელიც ძვლივს მოჩანდა, და ლიანდაგზე შევდექი. სხეული რაღაც ზებუნებრივმა სითბომ გამივსო, ეს იმ შეგრძნებას ჰგავდა ჩემმი ქალბატონის ნახვის მოლოდინი რომ მგვრიდა ხოლმე, მაგრამ ეს იყო ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დიდი, ეს იყო უზარმაზარი სიყვარული, რომელიც ვგრძნობდი როგორ მოუსვენრად წრიალებდა ჩემს პატარა გულში, ეს იყო ჩემი სიყვარულის აღზევება, სიყვარულისა რომელიც ახლა ღმერთის წინაშე გამოცდას აბარებდა... არ ვიცი როდის დამიბნელდა თვალებში, მაგრამ რომ გამოვიხედე დავინახე, რომ ჩემი სხივი გასცილებოდა პირველ თეთრ წერტილს, მეორე თეთრ წერტილს და სადღაც შორს მოსახვევში იკარგებოდა... ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ისევ დამიბნელდა თვალთ, რაღაც უცნაურად მომწყურდა ჩემი ქალბატონი, თითქოს ამ ყველაფერმა გამომფიტა და ერთადერთი რასაც ჩემი „შევსება“ შეეძლო ის იყო. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და მასთან გავჩენილიყავი სასწარფოდ. ამ დროს ღმერთის ჩუმი ხმა მომესმა, თვალის გახელა ვერ შევძელი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდა, ძალა მოვიკრიბე და გულისყურით მოვუსმინე. - შენ გაქვს უფლება ღმერთი უწოდო შენს ქალბატონს,- მითხრა მან,- რადგან სიყვარული,რომელიც შენ გქონია გულში იმსახურებს გაღმერთებას, მაგრამ დაიმახსოვრე - თვით ძალა ღმერთისა იქ არის, სადაც ღმერთისგან აღიარებული სიყვარული ბედნიერია, თავისუფალია და ჰყვავის, ამიტომ გაუფრთხილდი მას! გამოცდა, რომელიც ახლა ჩააბარე ჩათვალე, რომ დასაწყისია, წინ ჭეშმარიტი სიყვარულის შედეგად მოსალოდნელი უამრავი გამოცდა გელის,და თუ შენ გჯერა, რომ მას წარმატებით ჩააბარებ აუცილებლად ასე იქნება, ჩემგან მიიღებ დაპირებულ ჭეშმარიტებას შენი სიყვარულისა, დანარჩენი კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მითხრა მან და მისი სიტყვის ბოლოს ვიგრძენი, რომ თითქოს გაყოფილი სამყარო გაერთიანდა, თითქოს გალამაზდა ირგვლივ ყველაფერი, ჰაერიც კი, რომელსაც ვსუნთქავდი, გაცილებით სათნო და ფაფუკი მეჩვენებოდა, მიწაც კი, რომელზეც დავდიოდი, უფრო სათუთი იყო თითქოს, ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდა ჩემკენ მთელი გაზაფხული, მე უკვე აღარ ვიყავი ის ჩვეულებრივი მგზავრი. არ ვიცი რას იფიქრებდნენ ადამიანები, მაგრამ სამყარო ჭორაობდა ჩემზე და მე მესმოდა მათი. თითქოს ჩემთვის იდგა გაზაფხულიც,მე ვიყავი ამ სამყაროს პატრონიც, თითქოს ყველა რაღაცას მილოცავდა, მეც ვხვდებოდი რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა ჩემში, მაგრამ ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ამხელა სასწაულის მომსწრე ვერ წარმოვიდგენდი თუ უფრო დიდი სასწაული წინ მელოდა. უცბად ჩემი ქალბატონი გამახსენდა და ყველაფერი ნათელი გახდა, კიდევ უფრო გაცისკროვნდა ჩემს ირგვლივ შემოკრებილი სამყარო, ეს სამოთხე იყო, დიახ სამოთხე! მე ვიყავი დედამიწაზე და ჩემს წინ სამოთხე იყო გადაშლილი, ამ სამოთხეს ერქვა სიყვარული! ვუყვარვარ, გავიფიქრე სადღაც ჩემს მიღმა და თვალი გავახილე... ღმერთი აღარსად იყო, ლიანდაგის ბოლოს მეორე თეთრი შუქი ბჭუტავდა მხოლოდ და მალე ისიც ჩაქრა, აღარც შეყვარებული ჭაბუკების ნასახი აღარ ჩანდა... იმ სამოთხის ნახევარი ნაწილი, რომელიც წეღან ჩემ წინ იყო გადაშლილი, თითქოს ჩემში ჩასახლდა, მეორე ნახევარი კი ღემრთში, დიახ ღმერთში, ჩემს ღმერთში, ჩემს ქალბატონში... და მე ახლა სწორედ ის სამოთხე მწყუროდა, მწყუროდა მისი მთლიანი ნაწილი და არა ნახევარი. ვგრძნობდი, რომ მე ამ სამოთხის გარეშე ვეღარ ვიარსებებდი, ვგრძნობდი იმასაც, რომ ამ სამოთხის მეორე ნახევარსაც სწყუროდა მისი ნაწილი და იგი მე მელოდა ახლა... დრო აღარ ითმენდა, სამოთხე ერთ მთლიანობას ელოდა და იგი ჩემ ხელში იყო . მე კიდევ ერთხელ გავაყოლე თვალი ლიანდაგს, უკან მოვბრუნდი და წავედი იქეთ, სადაც ჩემთვის სამოთხე ჰყვაოდა. თვალი შევავლე სამყაროს, უკვე ყველაფერი თავის ადგილზე იდგა. თენდებოდა. დედამიწა ღამის პერანგს იხდიდა და ნათელი ფერებით იმოსებოდა ნელ-ნელა. გრილი სიო არხევდა ახლადგაშლილ ტყემლის ფოთლებს, მე ვუყურებდი სამყაროს, რომელიც დედიშობილა ნავარდობდა ჩემ წინ. - ასეც ვიცოდი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და გზა გავაგრძელე. 2013წ. 16.04 03:46
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობა )))) მადლობა ))))
17. ბრავო, ბრავო! ბრავო, ბრავო!
16. :) რა კარგია :) რა კარგია
15. მადლობა ყველას ))
მადლობა ყველას ))
14. მადლობა ყველას ))
მადლობა ყველას ))
13. შესავალი და თითქმის შუამდე ძალიან, ძალიან მომეწონა, და ბოლოს ფინალიც, სასიამოვნო და კარგი განცდები იყო,
შესავალი და თითქმის შუამდე ძალიან, ძალიან მომეწონა, და ბოლოს ფინალიც, სასიამოვნო და კარგი განცდები იყო,
12. "ვფიქრობდი, რომ ტარიელს და ავთანდილს რომ ჩემ დონეზე ჰყვარებოდათ თავიანთი სატრფოები გაცილებით დიადი იქნებოდა ეს პოემა. ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რახან ეგრე ფიქრობ მიდი და თუ ბიჭი ხარ დაწერე უკეთესითქო, მაგრამ აქ ერთი რეალობა იყო - შოთა ჩემზე ნიჭიერი იყო აშკარად". + + + ჩემს ცხოვრებაში პირველად შევეჩეხე ადამიანს, რომელიც ვეფხისტყაოსნის გმირებს სიყვარულში შეეჯიბრა. მოულოდნელად გაკვირებული დავრჩი. მომეწონა ეს მოთხრობაც და მისი გმირის სიყვარულიც, რომელიც სიკეთითაა სავსე ცალმხრივობის მიუხედავად, რაც ადამიანებში უფრო გაბოროტებას იწვევს.
ხუთი ქულა. "ვფიქრობდი, რომ ტარიელს და ავთანდილს რომ ჩემ დონეზე ჰყვარებოდათ თავიანთი სატრფოები გაცილებით დიადი იქნებოდა ეს პოემა. ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რახან ეგრე ფიქრობ მიდი და თუ ბიჭი ხარ დაწერე უკეთესითქო, მაგრამ აქ ერთი რეალობა იყო - შოთა ჩემზე ნიჭიერი იყო აშკარად". + + + ჩემს ცხოვრებაში პირველად შევეჩეხე ადამიანს, რომელიც ვეფხისტყაოსნის გმირებს სიყვარულში შეეჯიბრა. მოულოდნელად გაკვირებული დავრჩი. მომეწონა ეს მოთხრობაც და მისი გმირის სიყვარულიც, რომელიც სიკეთითაა სავსე ცალმხრივობის მიუხედავად, რაც ადამიანებში უფრო გაბოროტებას იწვევს.
ხუთი ქულა.
11. რა დახვეწილი მანერაა წერის.ამ ნაწარმოების ატვირთვის დროს არაფერი არ გქონდა საფრთხილო.ძალიან მომეწონა.გაიხარე და წარმატებები +2 რა დახვეწილი მანერაა წერის.ამ ნაწარმოების ატვირთვის დროს არაფერი არ გქონდა საფრთხილო.ძალიან მომეწონა.გაიხარე და წარმატებები +2
10. სწორედ,რომ..ყოჩაღ.. გაიხარე..შენა... სწორედ,რომ..ყოჩაღ.. გაიხარე..შენა...
9. გაიხარე, დიდი მადლობა :)) გაიხარე, დიდი მადლობა :))
8. ბრავო, ბრავო! ) დაგინახე ლიანდაგზე დამდგარი და ყველა ფერის შურით შემშურდა :D ჩემი 5 ქულა შენ. ( მეტსაც დავწერდი რომ მქონოდა) )) ბრავო, ბრავო! ) დაგინახე ლიანდაგზე დამდგარი და ყველა ფერის შურით შემშურდა :D ჩემი 5 ქულა შენ. ( მეტსაც დავწერდი რომ მქონოდა) ))
7. არ მეყოარმეყოარმეყო არ მეყო არ მეყო არ მეყო! არ მეყოოო.
რა იქნებოდა...
არ მეყოარმეყოარმეყო არ მეყო არ მეყო არ მეყო! არ მეყოოო.
რა იქნებოდა...
6. მადლობა ყველას :))) ბუდულა მესმის შენი შურის, კეთილი და ტკბილი შურია ეგ, არაფერი გითქვამს ცუდი :))) მადლობა ყველას :))) ბუდულა მესმის შენი შურის, კეთილი და ტკბილი შურია ეგ, არაფერი გითქვამს ცუდი :)))
5. ძალიან ლამაზი დასასრული აქვს ამ სიზმარს და მე შემშურდა:(( ნამდვილად ვამბობ... მე შემშურდა ასეთი სიყვარულის.არვიცი.მგონი ძალიან დიდი სისულელე ვთქვი,მაგრამ ნამდვილად ასეა ჩემი +5 ძალიან ლამაზი დასასრული აქვს ამ სიზმარს და მე შემშურდა:(( ნამდვილად ვამბობ... მე შემშურდა ასეთი სიყვარულის.არვიცი.მგონი ძალიან დიდი სისულელე ვთქვი,მაგრამ ნამდვილად ასეა ჩემი +5
4. შენ გაქვს უფლება ღმერთი უწოდო შენს ქალბატონს,- მითხრა მან,- რადგან სიყვარული,რომელიც შენ გქონია გულში იმსახურებს გაღმერთებას, მაგრამ დაიმახსოვრე - თვით ძალა ღმერთისა იქ არის, სადაც ღმერთისგან აღიარებული სიყვარული ბედნიერია, თავისუფალია და ჰყვავის, ამიტომ გაუფრთხილდი მას! გამოცდა, რომელიც ახლა ჩააბარე ჩათვალე, რომ დასაწყისია, წინ ჭეშმარიტი სიყვარულის შედეგად მოსალოდნელი უამრავი გამოცდა გელის,და თუ შენ გჯერა, რომ მას წარმატებით ჩააბარებ აუცილებლად ასე იქნება, ჩემგან მიიღებ დაპირებულ ჭეშმარიტებას შენი სიყვარულისა, დანარჩენი კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
ძალიან მოეწონა არტეს:)დაგა5+++++++++++++:) შენ გაქვს უფლება ღმერთი უწოდო შენს ქალბატონს,- მითხრა მან,- რადგან სიყვარული,რომელიც შენ გქონია გულში იმსახურებს გაღმერთებას, მაგრამ დაიმახსოვრე - თვით ძალა ღმერთისა იქ არის, სადაც ღმერთისგან აღიარებული სიყვარული ბედნიერია, თავისუფალია და ჰყვავის, ამიტომ გაუფრთხილდი მას! გამოცდა, რომელიც ახლა ჩააბარე ჩათვალე, რომ დასაწყისია, წინ ჭეშმარიტი სიყვარულის შედეგად მოსალოდნელი უამრავი გამოცდა გელის,და თუ შენ გჯერა, რომ მას წარმატებით ჩააბარებ აუცილებლად ასე იქნება, ჩემგან მიიღებ დაპირებულ ჭეშმარიტებას შენი სიყვარულისა, დანარჩენი კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
ძალიან მოეწონა არტეს:)დაგა5+++++++++++++:)
3. ჭა ძალიან დიდი სიფრთხილით ავტვირთე ეს ნაწარმოები და ის, რომ მოგეწონა ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა :)) ჭა ძალიან დიდი სიფრთხილით ავტვირთე ეს ნაწარმოები და ის, რომ მოგეწონა ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა :))
2. ძალიან მომეწონა...:-* საოცრად სწრი ახსნაა...5 პირველ კომენტრზე კი ვიტყოდი...-აბა რაზე უნდა ვწეროთ, თუ არა სიყვარულზე??? ღმერთიც ეგაა.. სიცოცხლეც...სიკვდილიც... ძალიან მომეწონა...:-* საოცრად სწრი ახსნაა...5 პირველ კომენტრზე კი ვიტყოდი...-აბა რაზე უნდა ვწეროთ, თუ არა სიყვარულზე??? ღმერთიც ეგაა.. სიცოცხლეც...სიკვდილიც...
1. ვიცი რომ ძალიან "ისეთ" თემას შევეხე, ძაან მკაცრები ნუ იქნებით :)))) ვიცი რომ ძალიან "ისეთ" თემას შევეხე, ძაან მკაცრები ნუ იქნებით :))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|