როგორ მაკლიხარ, როგორ გეძებ, როგორ განვიცდი...
ნეტა იცოდე, ნეტა გრძნობდე, ნეტა ხვდებოდე...
გაქრა ყოველი, ცოფიანი, ყეფდა - მირაჟი,
იდგა უდაბნო და ფიქრებში ხმები ხმებოდნენ...
ნეტა ხვდებოდე, ნეტა გრძნობდე, ნეტა იცოდე...
სახურავახდილს, წვიმა ბავშვურ სულში, მეღვრება,
კედლებს შეუდგა - დარდით ნგრევა, ცრემლის სინესტე,
სამყაროს თვალწინ, ფეხზემდგომი, სიტყვა მეღლება...
რომ მენატრები, მენატრები, რომ მენატრები...
ლავანდ(ი)ები სურნელებით არიან სავსე...
ვძაბავ უჯრედებს, ქუთუთოებს ერთმანეთს ვაკლავ,
ტელეპატივით სივრცეებით გიგზავნი სათქმელს...
ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი,
ყოველ ნაბიჯზე გიმეორებ თავიდან თითქოს,
თითქოს აღარ მაქვს პირობითი, ვადა საცდელი,
თითქოს, სკოლაში, გაკვეთილი ზეპირად გითხოვს...
და მეშინია! დავიწყება არ მინდა შენი,
სისხლჩაქცევამდე ფრჩხილჩაჭერილ მუჭებით გიჭერ!
შენში ჩემს ხსოვნას, იმ წამიდან, წაიღებს ტალღა,
თავისუფლებას ჩემს ფიქრებში, როს მოგანიჭებ...
როგორც დამსკდარი ფეხსაცმელი - შენი სიტყვები,
მეორადები, მოარულნი სხვებისთვის ახლა,
შენ არ გინახავს, ალბათ, ნაზად ყელის გამოჭრა,
შენ არ გინახავს, დამბაჩების მუცელში დახლა...
ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი,
ყოველ ნაბიჯზე გიმეორებ თავიდან თითქოს,
თითქოს, აღარ მაქვს პირობითი, ვადა საცდელი,
თითქოს, სკოლაში, გაკვეთილი ზეპირად გითხოვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ძალიან დიდი მადლობა ^_^ ძალიან დიდი მადლობა ^_^
16. ყოჩაღ! არაფრისმთქმელი5 ყოჩაღ! არაფრისმთქმელი5
14. სახურავახდილს, წვიმა ბავშვურ სულში, მეღვრება,
და კიდევ ბევრი სხვა :)))))))) სახურავახდილს, წვიმა ბავშვურ სულში, მეღვრება,
და კიდევ ბევრი სხვა :))))))))
13. როგორც დამსკდარი ფეხსაცმელი - შენი სიტყვები,
მეორადები, მოარულნი სხვებისთვის ახლა,
შენ არ გინახავს, ალბათ, ნაზად ყელის გამოჭრა,
შენ არ გინახავს, დამბაჩების მუცელში დახლა... ++ როგორც დამსკდარი ფეხსაცმელი - შენი სიტყვები,
მეორადები, მოარულნი სხვებისთვის ახლა,
შენ არ გინახავს, ალბათ, ნაზად ყელის გამოჭრა,
შენ არ გინახავს, დამბაჩების მუცელში დახლა... ++
12. ვის არ მოსვლია :)))) ვის არ მოსვლია :))))
11. ვკითხულობ და ჩემი თავი მახსენდება - დამწვარ-დაფერფლილი და სიყვარულში იმედგაცრუებულ... ვკითხულობ და ჩემი თავი მახსენდება - დამწვარ-დაფერფლილი და სიყვარულში იმედგაცრუებულ...
10. გადასარევია .. გადასარევია ..
9. ესკულაპეს საჩუქარს :))) ესკულაპეს საჩუქარს :)))
8. რას ნიშნავს შენი სახელი? რას ნიშნავს შენი სახელი?
7. გმადლობთ, მთვარე-სან :))) გმადლობთ, მთვარე-სან :)))
6. "ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი"
თქვენ მე მაოცებთ მადმუაზელ "ყოველ ჩასუნთქვას შიგნით მიაქვს შენი სახელი"
თქვენ მე მაოცებთ მადმუაზელ
5. ხან მჯერაო, ხან არ მჯერაო :))))))))))) მადლობთ კომპლიმენტებისთვის :)) ხან მჯერაო, ხან არ მჯერაო :))))))))))) მადლობთ კომპლიმენტებისთვის :))
4. ეს მომეწონა, მშვენიერი ლექსია, თუმცა არ მჯერა, "მენატრები" ეს შენი სატკივარი იყოს, ასეთ ლამაზს, , მხიარულ, გოგონას ვინ მოანატრა თავი,?! მდიდარი ფანტაზია გაქვს! შენ ბევრს დაწერ და კარგებსაც.
ეს მომეწონა, მშვენიერი ლექსია, თუმცა არ მჯერა, "მენატრები" ეს შენი სატკივარი იყოს, ასეთ ლამაზს, , მხიარულ, გოგონას ვინ მოანატრა თავი,?! მდიდარი ფანტაზია გაქვს! შენ ბევრს დაწერ და კარგებსაც.
3. ძალიან დიდი მადლობა :) ძალიან დიდი მადლობა :)
2. კარგი ლექსია :))) მგონი შეგიძლია წერა. პროზასაც ეტყობა სხვათაშორის, მიუხედავად უბანალურესი სიუჟეტისა. კარგი ლექსია :))) მგონი შეგიძლია წერა. პროზასაც ეტყობა სხვათაშორის, მიუხედავად უბანალურესი სიუჟეტისა.
1. საკმაოდ ბევრი კარგი ადგილია ლექსში.
რამდენიმე მონაკვეთმა ჭილაძე გამახსენა, თუნდაც ბოლომ.
კარგი თოჯინა ხარ შენ : ) ნიკმა შემომიტყუა აქ :) საკმაოდ ბევრი კარგი ადგილია ლექსში.
რამდენიმე მონაკვეთმა ჭილაძე გამახსენა, თუნდაც ბოლომ.
კარგი თოჯინა ხარ შენ : ) ნიკმა შემომიტყუა აქ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|