ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2013


წვიმა

პოეტებს უყვართ წვიმა,
ამიტომ სწერენ ლექსებს,
ფიქრობენ ძალზედ დიდხანს,
ხატავენ სიტყვის ფერებს.


წვიმაში მოდის ძალა,
და თითქოს მუზა სტირის,
პოეტი ცრემლებს მალავს,
და ემსგავსება ტირიფს.



წვიმაა ზეცის ცრემლი,
ცრემლია სულის წყარო,
წვიმას და მუზას ვეტრფი,
და ჩემი გული ხარობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები