 | ავტორი: ბ ა ჯ ო ჟანრი: პოეზია 20 აპრილი, 2013 |
შუა ღამეა, მიმატოვეს ისევ მუზებმა აღარ მესტუმრნენ ბედობის დღეს ისინი ამ წელს ალბათ მათ ღალატს ტერენტიც კი ვერ გაუძლებდა მე კი გავძელი, გავძელი და სულ შენზე დაწერს
ჩემი კალამი, ისევ შენი ტრფობით აღსავსე შავიდან თეთრზე, გინდ პირიქით თეთრიდან შავზე შავმა კატებმაც მერამდენედ უკვე დამთარსეს შენსკენ მომავალს მერამდენედ შემომხვდნენ გზაზე
მაგრამ მე მაინც, ძველებურად შენსკენ მომიწევს გული, სხეული, ჩემი სულიც მოგესაკუთრა ოღონდ იცოდე ვერ მოვუხდი შემდეგ ბოდიშებს მუზებს, ამიტომ ეს ამბავი ჯერ მათ არ ვუთხრათ
ცოტა ხანს მაინც, დროს ვაცადოთ მოქნევა ცელის ჩემთვის ეს გრძნობა უკვდავია, შენც მე მომბაძე გალაკტიონი ზეცაშიც კი მხოლოდ მას ელის ჯვარს რომ იწერდა, ერთ საღამოს, შემოდგომაზე
მეც შენ დაგიცდი, გეფიცები ვიცოცხლებ შენთვის თუგინდ სიკვდილსაც შევებმები პაოლოს დარად ჩემთვის ის კმარა შენს ნაზ ღიმილს ცრემლიც თუ ერთვის ძაძით მოსილი, რომ მოხვალ და მიხილავ მკვდარად
თუმცა სიკვდილი რა დროსია, ჯერ უნდა მყავდე შენი ზღვისფერი თვალებიდან ვგრძნობდე ალიონს ციდან მოსულო ანგელოზო მაფრენდე ცამდე და ასე ერთად, ოცნებებში წლები გავლიოთ
მუზებს ვუთხარი ყველაფერი, ვერ გავუძელი უკან წაიღეს ის ხურჯინი რითმებით სავსე დღეს მორჩა მაგრამ მომავალშიც უწევთ დუელი ჩემთან. მიყვარხარ - დავასრულებ ამ ლექსსაც ასე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სიყვარულმა მადლობაო )* სიყვარულმა მადლობაო )*
11. ბოლო მომწონს ზუსტად ) სიყვარულს +5 :) ბოლო მომწონს ზუსტად ) სიყვარულს +5 :)
10. გაიხარეეთ ;* გაიხარეეთ ;*
6. გმადლობთ )) გმადლობთ ))
5. ისე საყვარლად და რაღაცნაირად ესაუბრები მუზებს მესათუთა ეს ნაწერი:))))მოსაფერებელი ნაწერია..ოღონდ მერე უნდა დაწვა და გაანადგურა და გადაყარო და დახიო...გავბრაზდი ბოლოში... ისე საყვარლად და რაღაცნაირად ესაუბრები მუზებს მესათუთა ეს ნაწერი:))))მოსაფერებელი ნაწერია..ოღონდ მერე უნდა დაწვა და გაანადგურა და გადაყარო და დახიო...გავბრაზდი ბოლოში...
4. ეს არი მაგარი კაცი ხალხნო! ეს არი მაგარი კაცი ხალხნო!
2. დასავლეთის ძლიერმა ქარმა : დ აუუცილებლაად ძმაა ;*
გაიხარეე :* დასავლეთის ძლიერმა ქარმა : დ აუუცილებლაად ძმაა ;*
გაიხარეე :*
1. ვაააა ჩემი ძმაა...აქ რა ქარმა გადმოგაგდო :))
+2
ხშირად შემოიარე ზემლიაკ ;* ვაააა ჩემი ძმაა...აქ რა ქარმა გადმოგაგდო :))
+2
ხშირად შემოიარე ზემლიაკ ;*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|