ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


მზე

მზემ უმზირა მზესუმზირას,
სხივებმა კი მთვარის ღიმილს,
სიკეთით ვინც დილას იწყებს,
რასაც დასთესს იმას იმკის.

მზემ უმღერა მთაწმინდაზე,
აზვირთებულ გალაკტიონს,
ჯანღი ისე ჩაწოლილა,
შეშურდება თვით ალბიონს.

მზე ლოთიან ბაღდადურზე,
დილის მადლით ძალას იკრებს,
ტატოს რაში ოცნებებში,
გალაკტიკას გადაიფრენს.

მზე ეხვევა ნუშებს, ატმებს,
ეფინება სითბოს ლანდი,
კვირტი ლამობს გადასკდომას,
ზამთრის სუსხო, - წადი, წადი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს