ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2013


ჩემი მარადისობა

-წერილი გინდა თუ სიხარული?
-სიხარული.
-რომელ თვალზე?
-მარჯვენა.
-ვერ გამოიცანი..
მპარავს ქუთუთოდან წამწამს და აქეთ-იქით იწყებს სირბილს.
-მე წერილი მომივა, მე წერილი მომივაა...
ასე შეუჩერებლად, სანამ არ დავემუქრები, რომ სახლში წავალ თუ არ გაჩერდება. ის მიჯერებს.
-ლილუ, ნახე რა მოგიტანე.
თავზე გვირილების გვირგვინს მადგამს და ისე როკავს ჩემ გარშემო, როგორც პაპუასი. მეღიმება, ამჩნევს და მეტი მონდომებით განაგრძობს როკვას.
ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაზე მოუსვენარი ბავშვია ამ სამყაროში. დაღლილი მდელოზე წვება.
-ლილუ, ლილუუუ...
-მესმის, მესმის...
თავს მისკენ ვაბრუნებ და ორ ცას ვხედავ.
-ლუ, შენ ყველაზე ლამაზი მწვანე თვალები გაქვს.
-ბავშვო, მე თაფლისფერი თვალები მაქვს.
-თაფლისფერი კი არა ყავისფერია.
-თუნდაც. მწვანე ვერ გამოდის მაინც.
-ბავშვები ხეებს რა ფერით ხატავენ?
-ყავისფერით.
-ფოთლებს?
-მწვანეთი.
-უფოთლებო ხე გინახავს?
-კი. ზამთარში.
-ახლა გაზაფხულია. ასე, რომ შენს ყავისფერ თვალებში მშვენიერი მწვანე ფოთლებია.
ცხვირზე მკოცნის და ჩუმდება.
ბინდდება.
-ლილუ, სულ გემახსოვრები? გჯერა მარადისობის?
-მჯერა და მემახსოვრები, რადგან სულ გვერდით მეყოლები.
მის ხელს გულზე ვიხუტებ და ვგრძნობ, რომ ჩემი კანია და არა სხვისი.

-ელენე, დაასრულე წერა?
თავი ავწიე და ლექტორი დავინახე.
-არა. ახლავე დავწერ.
თავისი მაგიდისკენ ბრუნდება და მიტოვებს სინანულს, რომ ჩემი წილი მარადისობა დავკარგე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები