ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2013


გავაგორე კამათელი

იღბალს ბედი მივანდე და,
გავაგორე კამათელი,
შედეგი კი ბანალური,
არსაიდან არაფერი.

ახლა სპორტბეთს მივაშურე,
ეგებ აქ სჯობს ვცადო ბედი,
ბავარიამ სახლში დათმო,
დავიგლიჯე რისხვით მკერდი.

დადგა ჯერი ლაივ-ნარდის,
კამათელი ვაბზრიალე,
უჩინარმა შაში დასვა,
თვალებს რისხვით ვაბრიალებ.

ვიღაცამ კვლავ შაში დასვა,
დუიაქე მერგო ბედად,
ფორთხვა-ფორთხვითYმივაღწიე,
კარს ცეცებით, მარტო, კენტად.

ისევ, როგორც მე უიღბლოს,
თავში მრეკეს მძიმე შაში,
პურის ფულის ხუთ ლარს ვაგებ,
ყელამდე ვარ კვლავ ფუნაში.

გავაგორე კამათელი,
გამიკვირდა დაჯდა შაში,
ორი კარი უმალ ვიღე,
გამოვიღე მტერი მაშით.

უჩინარი - “ნიკით” – “კარლო”,
ჩამეციკლა იაქეზე,
ჩემთან ფანჯი, სესთან ერთად,
მეფერება იარებზე.

ბედის ბორბლით კვლავ მიმართლებს,
მიგორდება მე შაშიდუ,
რვით კარები რომ ავიღე,
ხარობს შაშვი, წერო და ბუ.

წამოვიდა შავი ზოლი,
აღარც შაში, აღარც ბეში,
იაგანით მოსეირნეს,
გაგიმართლებს კაცს სვე-ბედში?!

“კარლოია” კი აგორებს,
დუშაშ-დორჩარს, სეს და დუბეშს,
არაფერში არ მიმართლებს,
ჩავრჩი ისევ მგონი წუმპეს.

ჰა ფინალიც მოახლოვდა,
გამოსვლაა ქვების უკვე,
ოთხს გამოვალ წყვილის დასმით,
თუ ხელი არ გავიმრუდე.

დატრაილდა კამათელი,
იგებს მხოლოდ ერთი წყვილი,
ამ პარტიას თუ მოვიგებ,
ორ დღეს პურზე ლაღად ვივლი.

და….. იაქე კამათელზე,
მეორე კი ისევ ბრუნავს,
ეხლა ვნახავ მე ფორტუნამ,
მიმატოვა, თუ კვლავ ზრუნავს!

ახტა-დახტა კამათელი,
იაგანი დაჯდა ჯამად,
ობლის კვერი გამოცხვა და,
სამართალმა პური ჭამა.

მაგრამ მუდამ გაგიმართელბს?
ანდაც დუშაშს მუდამ ვინ სვამს?
ან იაგანს ვინ გაღირსებს?
თუ ზედ ჭინკას არ დაგისვამს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს