 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 1 მაისი, 2013 |
აღდგომა მოდის, მოვემზადოთ, გადავივარცხნოთ შერჩენილი თავზე ბუსუსი - სად დამეკარგა ვერცხლის სარჭი, ჩამატანეს, მგონი წლების წინ... - გახამებული ცხვირსახოცი, ცოლო, სად არის? ჰო, გამახსენდა, შავი პიჯაკის გულის ჯიბეში - ეს ფეხსაცმელი დაიმტვერა, ვინ იცის, იქნებ მოდიდანაც კი გადავიდა. - მტვერს რაღას დარდობ, მე ფეხსაცმელი შემიჭამეს თეთრმა მატლებმა. - აი იმას, ჰალსტუხს რომ იკრავს, მდიდარმა შვილმა გამოატანა ორი წყვილი მოკასინები, იქნებ სააღდგომოდ ერთი გათხოვოს?.. - რა საწყენია, ღმერთო ჩემო, სულ დაფლეთილა მაქმანიანი ჩემი საცვალი, ხავერდის კაბა დაუჭრია უსინათლო მღრღნელების ოჯახს... - გოგონი იქნებ დამეხმარო, კამეას ბროშში გამიცვალო შენი ჯინსები... აღდგომა მოდის ქუსლი მოსძვრა სამოცი წლის წინ ნაყიდ რძისფერ ფეხსაცმელს კუბოკრული ZARA-ს პერანგი შემოადნა მეზობელი საფლავიდან ქერა ქალბატონს ორმოცი წლის წინ მიპკურებული ”Красная Москва” აუორთქლდა მოხუცს კისრიდან სამაგიეროდ აი იმ გოგოს ისევ დაჰკრავს VERSACE- ს სუნი... აღდგომა მოდის მოვემზადოთ გადავიცალოთ ზედ მოყრილი მიწა-ბალახი გადავივარცხნოთ შერჩენილი თავზე ბუსუსი სტუმრები მოვლენ მოგვიტანენ ძღვნად წითელ კვერცხებს ქიშმიშიან პასკებს, კიდევ ღვინოსაც აღდგომა მოდის იქნებ ვინმეს გაახსენდეს, რომ ჩემი კაბა გახუნდა, დადნა რომ აი, მისი ცხვირსახოცი დიდი ხნის წინ მიწამ შეჭამა ჰალსტუხის კვანძი დაიშალა, მგონი გუშინ წინ აღდგომა მოდის რა უჭირს ქრისტეს მისი პერანგი მოდიდან ხომ არასდროს გავა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. აღდგომა გავიდა მე კი ისევ ვკითხულობ არის რაღაც მასში აშკარად... აღდგომა გავიდა მე კი ისევ ვკითხულობ არის რაღაც მასში აშკარად...
17. რაღაცნაირად გალაქული ოთხი ფიცრის და ბალზამის სუნი დატრიალდა... საინტერესოა უდავოდ. რაღაცნაირად გალაქული ოთხი ფიცრის და ბალზამის სუნი დატრიალდა... საინტერესოა უდავოდ.
16. აღდგომა მოდის და იმიტომ :)) აღდგომა მოდის და იმიტომ :))
15. არ ვიციი რატომ მაგრამ დღეს უკვე მერამდენედ ვკითხულობ არ ვიციი :) არ ვიციი რატომ მაგრამ დღეს უკვე მერამდენედ ვკითხულობ არ ვიციი :)
13. მე მომეწონა, ამელი. მე მომეწონა, ამელი.
12. შავი იუმორი არსად გსმენიათ? :))))) შავი იუმორი არსად გსმენიათ? :)))))
11. მიყვარ ეს გოგო თავის უნაკლო ნაწარმოებებით... მიყვარ ეს გოგო თავის უნაკლო ნაწარმოებებით...
10. არავინ დავრჩებით ზევით, ჩვენი "თვალებით" ვნახავთ ქვეშეთს. არ მომეწონა. არავინ დავრჩებით ზევით, ჩვენი "თვალებით" ვნახავთ ქვეშეთს. არ მომეწონა.
9. მიწა იყავ და მიწად იქეც... განა ამაზედაც შეიძლება ხუმრობა? სული ხომ სხეულში აღარაა? სულს კი სამოსელი არ უნდა... არ მომეწონა მიწა იყავ და მიწად იქეც... განა ამაზედაც შეიძლება ხუმრობა? სული ხომ სხეულში აღარაა? სულს კი სამოსელი არ უნდა... არ მომეწონა
8. აბა რა. იქაც უნდათ კარგად ჩაცმა :))) აბა რა. იქაც უნდათ კარგად ჩაცმა :)))
7. მიდიხარ საფლავზე და გხვდება წერილი: 3 წყვილი ახალი ფეხსაცმელი მინდა ძველები მატლებმა შემიჭამეს. ფეხი 42 ზომა აღარ მაქვს 37 იყოს )))
მომეწონა ++ მიდიხარ საფლავზე და გხვდება წერილი: 3 წყვილი ახალი ფეხსაცმელი მინდა ძველები მატლებმა შემიჭამეს. ფეხი 42 ზომა აღარ მაქვს 37 იყოს )))
მომეწონა ++
6. ხო, ჩემი ინტერპრეტაციით, აბა ვისი ინტერპრეტაციით :) ხო, ჩემი ინტერპრეტაციით, აბა ვისი ინტერპრეტაციით :)
5. აღდგომა მოდის მოვემზადოთ გადავიცალოთ ზედ მოყრილი მიწა-ბალახი გადავივარცხნოთ შერჩენილი თავზე ბუსუსი სტუმრები მოვლენ მოგვიტანენ ძღვნად წითელ კვერცხებს ქიშმიშიან პასკებს, კიდევ ღვინოსაც აღდგომა მოდის
მრავალ აღდგომას დაესწარი ამელი:)
მოეწონა არტეს:)+++ აღდგომა მოდის მოვემზადოთ გადავიცალოთ ზედ მოყრილი მიწა-ბალახი გადავივარცხნოთ შერჩენილი თავზე ბუსუსი სტუმრები მოვლენ მოგვიტანენ ძღვნად წითელ კვერცხებს ქიშმიშიან პასკებს, კიდევ ღვინოსაც აღდგომა მოდის
მრავალ აღდგომას დაესწარი ამელი:)
მოეწონა არტეს:)+++
4. პირველი კომენტარის ავტორს დაავიწყდა ალბათ სულ ბოლოში მიეწერა "ჩემი ინტერპრეტაციით"-ო.
პირველი კომენტარის ავტორს დაავიწყდა ალბათ სულ ბოლოში მიეწერა "ჩემი ინტერპრეტაციით"-ო.
3. ხო, აბა რა.
ხო, აბა რა.
2. მერე ნელ-ნელა გარდაცვალებულებიც რომ გადადიან მოდიდან. მერე ნელ-ნელა გარდაცვალებულებიც რომ გადადიან მოდიდან.
1. აღდგომა მოდის. სააღდგომო მზადების ალტერნატივა. ჩვენ აქ, ცოცხლებმა ვიცით როგორ ვემზადებით. აქ წაიკითხეთ, როგორ ემზადებიან მიწის ქვეშ, მკვდრები. აღდგომა მოდის. სააღდგომო მზადების ალტერნატივა. ჩვენ აქ, ცოცხლებმა ვიცით როგორ ვემზადებით. აქ წაიკითხეთ, როგორ ემზადებიან მიწის ქვეშ, მკვდრები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|