ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ ა ჯ ო
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2013


# # #

დღეს ისევ მაგრად გამოვთვერი, ისევ ამაოდ,
დღეს ისევ ცამდე ამიტაცეს თქვენზე ფიქრებმა,
იქნებ ოდესმე მოაშოროთ თვალებს მარაო,
იქნებ ოდესმე შემამჩნიოთ...ასეც იქნება !

მე თქვენ მიყვარხართ, ვერ გივიწყებთ, თქვენზე ოცნებით
ყოველი ღამე თეთრად კვდება, ყოველი წუთი.
და ის სიზმრები ჩემს ხილვაზე უმალ რომ დნებით
აქვე აგდია, მე ვზივარ და მათ წამებს ვუთვლი.

ვუთვლი იმ წამებს, თქვენზე ფიქრში უქმად გალეულს,
იმ წამებს ვუთვლი საუკუნედ რომ მოაქვთ თავი,
სანამ სიცოცხლეს ვეფარდები, მოდით მალე გულს,
გულს მოუშუშეთ ის მწველი და მტანჯველი შხამი.

შხამი რომელიც თქვენს სიყვარულს თან სდევდა ვალად
მე ეს სიცოცხლეც არ მეყოფა ალბათ სახდელად,
მაგრამ სანამდეც ცოცხალი ვარ მე თავისთავად
მხოლოდ თქვენთვისღა თუ ვისუნთქებ, ჰოდა ამდენად

იქნებ ოდესმე მოაშოროთ თვალებს მარაო,
თორემ სიკვდილი მომისაჯეს თქვენზე ფიქრებმა,
ხვალ ისევ მაგრად გამოვთვრები, ისევ ამაოდ
და ხვალაც თქვენზე ვიოცნებებ...ასეც იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები