ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2013


დედობა (სალაღობო)

შენს ირგვლივ დავიბნევი ლექსებად,
და ტანში ჟრუანტელად დაგივლი,
მრავალჯერ გავიარე ეს გზები...
მაბნევ და თავგზასაც რომ  ამირევ,
მერე კი მოგიტაცებ დედოფალს,
ყვავილებს ფიანდაზად დაგიგებ,
უხ,როგორ მოგიხდება დედობა,
"შვილო!" რომ ამოგხდება ბაგიდან..
                         
                            დმ.2013/05/03.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები