 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2013 |
ვაბანკზე გვიდევს სასრული ციკლის, სარგო–სახლკარს – გვწამს, რომ გააორებს... გვჯერა: შედეგებს, უფალიც იმკის, იმკის გარდაცვლილ უსახლკაროებს.
იმასაც ვფიქრობთ, – მეორე მხრივ კი: არაფერს იმკის, უფალი ეგებ; არ ჰხვდება იმათ, ვინც მისკენ ილტვის, – ვინც იმედობს რომ აღსდგება შემდეგ...
სასრულზე ფიქრი ზეობს ორმაგად, როცა სიკვდილი იმის შიშია, რომ ეს სხეული გვაქვს სუროგატად, სადაც ჯერ ქრისტე არ შეგვიშვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|