ვერ ვისვენებ. სკამზე ვჯდები სიარული მინდა,ავდგები დაჯდომა მინდა. ვერ ვისვენებ ,სული მეხუთება. ნამდვილი დემონი ალბათ ამ დროს იღვიძებს,როცა ყველას ძინავს. ტკივილი იგივეგულის ხრწნაა,გამოფტვა,დახმარების არ მიღება და მაინც სურვილი დახმარებისა. წარბშეკრული ყოფნა და ვერგარკვევა საკუთარ სურვილებში. ტრაგედიად ქცეული კომედია და პირიქით. გართულება . სიკვდილის სუნი და შეგრძნება მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაკარგისა. ამ დროს ადამიანი კი არა დემონი ხარ,ნამდვილი დემონი. რით გსურს უშველო თავს,როცა ხარ 1 სმ და ამავე მოცულობის რკინის ყუთში ხარ გამოკეტილი. როგორ მინდა ბალიშზე თავის დადება.