ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 მაისი, 2013


გაუნათლებელი ერი სახელად საქართველო!

   
ჩემს ოცნებას სახელად ერქვა თავისუფლება და თავისუფლებას ამერიკას ვუკავშირებდი და  ბუნებრივია ამერიკაში მინდოდა.ჯინსების თაობის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი და ახლაც ვარ,მეც სურვილი მქონდა თვითმფრინავი გამეტაცებინა და მათსავით თავისუფლებისთვის მებრძოლა,მაგრამ მე ხომ სულ რაღაც 12 წლის ვიყავი.1983 წელს რომ არა ჩემი ასაკი მეც იმ თვითმფრინავში ვიქნებოდი(მეც ამავე წელს დავიბადე და ბუნებრივი იყო თავისუფლებისთვის რომ მივისწრაფვოდი.მგონი ჯინსებით დავიბადე ოღონდ ნამდვილი ჯინსებით)  და ერთით მეტი მოწინააგმდეგე ეყოლებოდა სსრკ-ს და ერთით მეტი თავისუფლებისთვის მებრძოლი იქნებოდა იმ თვითმფრინავში.სამწუხაროა რომ ჩვენ ჰიპები არ  გვყავდა.არ ვიყავით პროტესტანტები,მდუმარენი ვიყავით ყოველთვის.სანამ თავზე არ დაგვაჯვავენ მანამდე ხმას არ ვიმაღლებთ.არ იწერებოდა თავისუფლებაზე სიმღერები,იწერებოდა რუსების მიერ წართმეულ ტერიტორიებზე სატირალი სიმღერები და აი 20 წლის ვარ და დღემდე მესმის 12 წლის ასაკში მოსმენილი ტექსტები.ქართველის თავისუფლება ტერიტორიის მაშტაბით ისაზღვრება და არა სხვა ფასეულობებით.როგორც იქნა ხმა ავიმაღლეთ,როგორც ჩანს დაჯმას ვეღარ გავუძელით.საბჭოთა კავშირის მონურ წყობას 1991 წელს  სისხლის ღვრით თავი დავაღწიეთ და მადლობა იმ ქართველს თუ არა ქართველს ვინც ამისთვის იბრძოდა,ვინც დაიღუპა გმირები არიან,ვინც არ დაიღუპნენ ისინიც,მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? დაიწყო ისევ მონობა.ვისი მონობა?კვლავ ქართველი ერის მონობა.ოღონდ ამჯერად არ გვიმონებდა რუსი,არ გვიმონებდა მონღოლი ქართველი გვიმონებდა და სად იყვნენ ამ დროს ის გადარჩენილი გმირები (და სად იყო მომავალი თაობა კიდევ ერთი საგმირო სამქის ჩადენისთვის დაბადებულნი?ვიზრდებოდით) რომლებიც დამოუკიდებლობისათვის,თავისუფლებისათვის იბრძოდა? თუ მარტო ტერიტორიული თავისულება იყო მნიშვნელოვანი?მაშინ რისთვის შესწირეს თავი იმ ადამიანებმა ვინც თავისუფლების მოედანზე და  აფხაზეთში დაიგუპნენ?მაშინ ხო ქალები,ბაშვები დაგვიხოცეს.რისთვის დაიღვარა ეს სისხლი იმისთვის რომ ისევ მონობაში ვყოფილიყავით?მარტო ტერიტორიული მთლიანობა გვქონოდა?მაგრამ მთლიანობაც ვერ შევინარჩუნეთ,ნამდვილად ედუარდ მტარვალის გამო!მაგრამს რა პასუხს ვცემთ იმათ სულებს ვინც თავი შესწირა?ჩემი პასუხია გაუნათლებლები ვართ!
2003 წელი თავისუფლებაზე კვლავ აქცია არის,არა მარტო თავისუფლებაზე სრულიად საქართველოში. საქართველოს დროშით ვდგავარ და ვყვირი თავისუფლება,წადი,წადი.ვეღარ ავიტანეთ მკვლელი,ტირანი ედუარდის თარეში და ხმა ავიმაღლეთ უკვე მეორედ,დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად სულ რაღაც 12 წლის განმავლობაში ერთხელ ავიმაღლეთ ხმა.ძაან გვიგვიანდება ხმის ამოღება,არაპუნტქტუალურები ვართ.23 -ში გიორგობას მოვიპოვეთ კიდევ ერთი ნანატრი თავისუფლება.პარლამენტში შევარდნილი ხალხი და იმ პერიოდში ქართველი ხალხის ლიდერი და შემდეგში კიდევ ერთი მოთარეშე მიხეილ სააკაშვილი,გადედექის ყვირილით ავიდა ედუარდის სკამზე და ჩაი მოუხვრიპა.
დაიწყო მიხეილის და მისი დამქაშების 8 წლიანი ერა შუქის მოსვლით,წყლის მოსვლით,გაზის შემოყვანით,გზების დაგებით,სკვერების გაკეთებით,ფასადების მოპირკეთებით და გაგრძელდა ხალხის მკვლელობებით.მემგონი სათვალავი აერიათ რამდენი ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე.
2007 წლის 7 ნოემბერს მაშტაბური ცივ სისხლიანობა გამოამჟგავნეს მიშამ და მისმა შეგირდებმა.4 წელში ხმა ავიმაღლეთ მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა მაგრად გვცემეს,ხალხი დაიხოცა,რუსთაველი და თავისუფლების მოედანი სისხლიით შეღებეს,ეკლესიაში ცრემლსადენ გაზებს ყრიდნენ.ქართველი ხალხი მაშინ  ერთად არ იყო ალბათ იმიტომ რომ აზრები გაიყო ხალხმა ნარკომან გრეჩიხას ისევ ხალხის დამრბევი მიხეილი ამჯობინა.გიჟი არ მიყვარს,პირიქით მეზიზგება მაგრამ არჩევანი მეც მაღალზე შევაჩერე.გრეჩიხამ ხო სულ რაღაც 1 000 000 ლარად თუ დოლარად ან რა მნიშვნელობა აქვს,დაიხია უკან და ხალხი ქუჩაში მიატოვა და მაგის ხელში საქართველო ისევ ჩაბნელდებოდა და განვითარების ყველა გზას მოგვისპობდა.აქაც ქართველი ერი არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა როცა გრეჩიხა საქართველოს სათავეში უნდოდა აქაც გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე!
მერე გავიდა სულ რაღაც 9 თვე და ომი დაიწყო.კიდევ ომი 21 საუკუნეში ომი.მე არ დავიწყებ იმის  გარჩევას  თუ ვინ დაიწყო ომი რუსეთმა თუ საქართველომ.მე ერთი ვიცი ამჯერადაც ხალხი დაგვეხოცა,ახალგაზრდა ბიჭებმა თავი შესწირეს სააკაშვილის და პუტინის დაპირისპირებას.დარწმუნებული ვარ ომის არიდება შეეძლო ჩვენს მთავრობას.როგორც ბობოლა ქვეყნებმა გვთხირეს ომი დაიწყო საქართველომ!ომის მტკივნეულმა დღეებმაც ჩაიარა და 9თვის წინ პროტესტის ნიშნით გამოსული ხალხი აღარ ჩანდა,აღარც გრეჩიხა ჩანდა.ალბათ ვალები გაისტუმრო და რაც დარჩა ვენებში გაუშვა.მაგრამ ნელ ნელა ხალხში უკმაყოფილება იზრდებოდა.2012  წლის ოქტომბრამდე მოვაღწიეთ ჩუმი უკმაყობილებით 2007 წლის შემდეგ მე ხმაურიანი აქცია არ მახსოვს.გათენდა,ტელევიზორი ჩავრთე და დილის ეთერის საინფორმაციო გადაცემა დაიწყო საშინელი კადრებით,კადრები ეხებოდა ციხეში მყოფ პატიმრებს სრულწლოვნებს თუ არასრულწლოვნებს.ადამიანებს ციხეში აწამებდნენ,ცოცხებს უხეშად,რომ ვთქვათ ტრაკში უკეთებდნენ უხეშად რა ეგრე იყო,ასევე სიგარეტსაც,დუბინკებსაც,სასიკვდილოდ სცემდნენ და მერე ოჯახის წევრებს არადამაჯერებელ ცნობებს აწვდიდნენ.ხალხი გარეთ გამოვიდა მეორე დღესვე სტუდენტი,სკოლის მოსწავლე,შემორჩენილი ძველი ბიჭები,პენსიონერი,არაპენსიონერი ყველა გარეთ ვიყავით და მოვითხოვდით პატიმრების უფლებების დაცვას და კიდევ ერთი მოთარეშეს გაძევებას,(პირვლი აქცია იყო რომელიც მე მახსოვს ესეთი დიდი მაშტავით სადაც მარტო მიშას წასვლას არ მოითხოვდნენ ასევე მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების დაცვას!)მაგრამ ის დღემდე თავის რეზიდენციაში ზის და წუწუნებს და ცდილობს მოგვატყუოს.ყველაზე ცუდი ის არის,რომ ეს ყველაფერი ხალხმა ვიცოდით ნახევარ თფილისზე მეტმა ვიცოდა რა ხდებოდა ციხეში,როგორ ეპყრობოდნენ,მაგრამ ხმას არავინ ვიღებდით სანამ კადრები არ დაგვანახეს და 100% დაგვარწმუნეს რომ ეს მართლა ხდებოდა.სანამ ცოცხები ტრაკში არ გაგვიკეთეს მანამდე ხმა არ ამოვიღეთ.რამოდენიმე დღიანი აქციების შემდეგ სახლებში დავბრუნდით და საპარალამენტო არჩევნებს დაველოდეთ.არჩევანი გავაკეთეთ ქართული ოცნების სასარგებლოდ.ბიძინას ბევრმა ფულმა,მისმა დაპირებებმა და მისმა ქველმოქმედებამ მოგვხიბლა.იმედია ამჯერად მაინც გაგვიმართლებს და ისევ თავისუფლების მოედანს არ დავუბრუნდებით.
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ქართველ ხალხთან რა გინდათ?
პირველი ხმის ამოღებიდან დღემდე ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობს დრო არის უკვე სცენარი შეიცვალოს და ქართველი ხალხი გამოვფხიზლდეთ და მარტო მოთარეშე ხალხს რომ ვწმენდთ ხელებს ჩვენს დანაშაულსაც მივხვდეთ,რომ გაუნათლებლები ვართ და განათლება გვჭირდება.ავიღოთ წიგნი ხელში და გავნათლდეთ!განათლებულ ადამიანებს ადვილად ვერ მოგვატყუებენ და ვეღარ დაგვიმონებენ თვით ქარვთელი მართველებიც.გავხდეთ ცივილიზებული ერი.მივეჩვიოთ შრომას,უცხოეთში რომ ჩავალთ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟზე და ნუ მიგეწევს გული და ხელები ქურდობისკენ,გავავსეთ ციხეები ევროპაში,ჩვენთან ხომ ადგილი აღარ არის!მივეჩვიოთ ქუჩაში სისუფთავეს!ქუჩაში ისე მოვიქცეთ როგორც საკუთ სახლში მოვიქცევით!გადავეჩვიოთ ნაგვის დაყრას ურნის გვერდით!მიწისქვეშა გადასასვლელებში მოშარდვას მანდ ხომ ისევ ჩვენ უნდა გავიაროთ!ჩვენს საზინებლებში ხომ არ მოვშარდავთ?! ხო და ნურც მიწისქვეშა გადასასვლელში დავიკმაყოფილებთ ბუნებრივ მოთხოვნილებას!ვისწავლოთ წითელზე გაჩერება და მწვანეზე სიარული გინდ ფეხით და გინდ მანქანით!ნუ ვუსიგნალებთ  ერთმანეთს,ნუ ვაგინებთ და ვუყვირივართ წადი!წადი! როცა 3 წამი დარჩა მწვანე ფერის ანთებამდე.ავტობუსში ასვლისას ავიღოთ ბილეთები!ავტობუსი უფასო სამგზავრო საშუალება არ არის.მეტროში ხომ ვიხდით,სამარშუტო ტაქსში ხომ ვიხდით ფულს და  გადავიხადოთ ავტობუსშიც! ბუნებაში ყოფნისას,ქეიფის დროს ნუ დავყრით ნაგავს გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას,ჩააგდე რა მანქანაში რაც იქ უნდა დაყარო და სადაც ურნას ნახავ იქ ჩააგდე.მაგრამ ქართველები ხომ ბინძურები ვართ მარტო სახლის სისუფთავეზე ვფიქრობთ.ეს ხომ ელემენტარული არის წავიკითხოთ წიგნები,მარტო მაგ შემთხევაში განვითარდებით თუ არადა დავრჩებით „ჯაყოს“  დარი ხალხი  და ისევ აქციებზე მოგვიწევს სირბილი 4 წელიწადში ერთხელ,დავრჩებით განვითარების ამ ეტაპზე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები