ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრავო
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2013


უფლისადმი

ჩემგან დევნილო და მაინც, ერთგულო ჭირისუფალო,
სული ცოდვებით ნაჟღენთი მეწვის და მტკივა უფალო,
მტკივა... შველასაც ვერ გბედავ, ტკივილსაც ვერა ვმალავო,
ჩემო სულისა მშობელო,უფალო, დიდო მამაო.
სირცხვილი მეწვის და მტკივა,შენდამი, მინდა შველაო,
უფალო, ჩემგან დევნილო და მაინც ჩემო ყველაო.
ჩემმა სულმა და გზამ შენმა, ერთურთს ვერ მიაკვლიესო,
თუმც  ბრალი ურცხვ სულს მიუძღვის,ღმერთო, უფალო იესო.
უფალო, ჩემგან დევნილო, მიწათ და ცათა წმინდაო,
დავძლევ სირცხვილსა და შეგთხოვ - სულის სიმშვიდე მინდაო.
განდევნე ჩემგან უფალო, ეშმაკი და ავსულიო,
განდევნე,მიხსენ ტკივილი და განმიწმინდე სულიო,
სული უღირსი შენდობის, დამნაშავე და ბრალიო,
სული ეშმაკის მზაკვრობით, და მისი სიტყვით მთვრალიო.
მიხსენ ტკივილი სულისა, წმინდაო მამავ, უფალო,
ჩემგან დევნილო და მაინც, ერთგულო ჭირისუფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები