ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2013


ტრისკადეკაფობია

შიშს წარდგენა არ სჭირდება - თითოეული ჩვენგანი პირადად იცნობს ამ განცდას.შიში, ფობია და პანიკური შეტევები.მაგალითად, ჰიპოკრატე თავის ერთ-ერთ პაციენტზე წერდა: "მას აშინებს ფლეიტის დამკვრელი გოგონა. როგორც კი პირველ ბგერებს გაიგონებს, მაშინვე პანიკური შიში იპყრობს".
  "ტრისკადეკაფობია" ეს არის ერთადერთი რამ,რისიც იქსს ეშინია. რიცხვი 13-ის შიში.დაუსრულებლად მტანჯველი,ფობია. ალბად ზოგისთვის ბანალურია,თუმცა მისთვის არა.არ ახსოვს როდის,რატომ ან საიდან ეს შიში. თუმცა კარგად აქვს, გათვითცნობიერებული რიცხვი 13. სწორედ ამ რიცხვთან ჩერდება მისი ფიქრიც და არაფერი მის იქით.მას არც სახელი აქვს და არც გვარი.აქვს სამსახური და მხოლოდ მისით შემოიფარგლება. იქსი ფსიქოლოგია.ჰყავს მცირე სამეგობრო წრე,თუმცა სახელი არც მათ იციან.ნეტავ თვითონ მაინც იცის? ვინ არის ან საიდან.ის ყველასთვის და ყოველთვის, ამოუხსნელი რჩება...

          თემა: სასწაული

-რა არის სასწაული? სასწაულები არ არსებობს.
-თუმცა...-საუბრის განსავრცობად კითხა იქსმა, პაციენტს
-თუმცა მე მაინც მჭირდება,სასწაული.
-სასწაული,რისთვის?
-იმისთვის რომ ვიწამო. ვიწამო რომ რაღაც მაინც არსებობს ისეთი,რისთვისაც ღირს ამ ქვეყნად  ცხოვრება.
-ფიქრობ რომ შენს ცხოვრებაში, სასწაულები არ ხდება?
-ნამდვილად... -დაეთანხმა -არ ხდება.

ამის შემდეგ ის წამოდგა და გადასწია ფარდა.მზის სხივებმა მაშინვე შემოაღწიეს ოთახში და მის რაღაც ნაწილს, სინათლეც მოჰფინეს. იქსი ერთხანს ჩუმად იდგა და სიმშვიდით გაჰყურებდა დილის პეიზაჟს. არც პაციენტი ცდილობდა მისთვის,  ეს სიმყუდროვე დაერღვია.თუმცა ვერც მის ამ უეცარ ქმედებას,მოუძებნა ახსნა. მას არასდროს შჩვევია საუბრის გაწყვეტა,არაუმეტეს პაციენტის უყურადღებოდ მიტოვება.წამიერად იქსმა უკან გამოიხედა და როდესაც მას მოჰკრა თვალი, საუბარი განაგრძო.
-ხედავ, რა ლამაზად თენდება?
-მერე რა?..-გაკვირვებისგან, მხრები აიჩეჩა პაციენტმა
-არა და შეიძლება სულ რამოდენიმე წუთში გაწვიმდეს და დაღამებამდე ასე იწვიმოს. იცით, წვიმა არასდროს მიყვარდა.სამწუხარო იქნებოდა ასეთი მშვენიერი დილის გაფუჭება...
-კი მაგრამ,წვიმას ხომ არ აპირებს?
-მართალია,არ აპირებს.მე ჩემი აზრი ვთქვი. წვიმა გიყვარს, მეგობარო?-ფანჯარას დროებით გაშორდა და მას მოუტრიალდა .
-იქნებ იმაზე ვისაუბროთ,რაც ჩემთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია.სჯობს თემას დავუბრუნდეთ.-მცირე სიბრაზე შეიმჩნეოდა, პაციენტის ხმაში.
-მე თემიდან არც გადამიხვევია მეგობარო.უბრალოდ შენ, შენს "მეს" ესაუბრები და არა მე. დიახ, ზუსტად შენი მეორე "მე" ვერ ხედავს სასწაულს...
-რომელ სასწაულზე მელაპარაკებით?
-აი ხომ ხედავ! აშკარად არ მისმენ.სხვა შემთხვევაში ამას არ მკითხავდი.სასწაული შენს წინ არის. 
        ახლა პაციენტი საერთოდ დაიბნა.ფსიქოლოგი მისთვის გაუგებარ "ენაზე" საუბრობდა,როგორც იტყვიან.ვერ მიმხვდარიყო რომელ სასწაულზე ან რა, არ მოსმენაზე ელაპარაკებოდა, იქსი მას. იქსმაც შეატყო მისი დაბნეული მზერა. გაუღიმა და ბევრად დამშვიდებით, განაგრძო.

-სასწაული შენს წინ არის. მაგრამ შენსავით, სხვებიც ვერ ხედავენ ამ სასწაულს და რაღაც ზეაღმატებულის მოლოდინში არიან.რამოდენიმე წუთის წინ იმაზე გესაუბრებოდი ზუსტად რომ,თუ რა მშვენივრად თენდება.თუმცა თუ ბუნებამ ისურვა შეიძლება იწვიმოს,შეიძლება თოვაც დაიწყოს.ღმერთმა უწყის,რამოდენიმე წუთის შემდეგ რა მოხდება.განა ეს სასწაული არ არის. ახლა რომ აღარ, დაღამდეს და იყოს მუდამ ნათელი. კვირეების განმავლობაში არ ეღირსოს დღეს, დაბინდება. 

- წვიმა,თოვლი და მსგავსი მოვლენები, ყოველთვის იყო და იარსებებს.როგორ შეიძლება ამას სასწაული ვუწოდოთ?..
-პესიმისტი ხარ ჩემო მეგობარო?
-არა მე რეალისტი ვარ...
-ასე ფიქრობს პესიმისტების 90%-ი. მე უბრალოდ ვცდილობ,შენს ყველა კითხვას მოვფინო ნათელი.გინდოდა გეხილა სასწაული,რისთვისაც ღირდა ცხოვრება.მაშინ აჰა შენ ეს სასწაული.დააფასე ის რაც გაქვს,და ნუ ეძებ ისეთ სასწაულს რომელისგანაც სულიერად, ჯერ შორს ხარ...
-კი მაგრამ, რატომ ?
-იმიტომ რომ შენ "დაგაბრმავა" არაფრის მომტან ილუზიებმა.ისე  "დაგაბრმავა" რომ შენს წინ სასწაულსაც ვერ ხედავ. ხოლო უფრო დიდი სასწაულისთვის,უნდა განმტკიცდე შინაგანად.
-გაცვეთილი ფრაზები. ასეთი სიტყვები ბევრისგან გამიგონია...
-გაცვეთილს უწოდებ. ე.ი  ბევრჯერაც გაგიგონია,ანალოგიური რჩევები?
-დიახ,გამიგონია,მერე რა შეიცვალა?.. 
-არც არაფერი შეცვლილა.თვითონ არ ცვლიდი არაფერს.იმიტომ რომ გესმოდა ეს ფრაზები და მაშინაც გაცვეთილს უწოდებდი.ამ გაუგონრობამ და "სიბრავემ" აი აქამდე მოგიყვანა.სწორედ ამ "სიბრმავეზე" გელაპარაკებოდი ჩემო მეგობარო.შენი თავის გარდა, ამ სამყაროში ვერავის ხედავ და როდესაც მოიწყინე ამ მარტოობით,მაშინ გაგიჩნდა იდეა რომ გეხილა ნამდვილი სასწაული.
-ეს ასე არ არის...
-ნუ გამაწყვეტინებ...-თვალებში ჩახედა იქსმა - სწორედაც რომ ასეა.ყველაფერი გარშემოა,  რაც გაბედნიერებს და რასაც გრძნობ.თუნდაც შენი პატარა შვილის შეხებას, თუნდაც ელემენტარულად იმ წვიმის წვეთის შეხებას,შენს სახეზე  დაცემიდა, ცოტახანში რომ ქრება. ჩემთვის ეს ნამდვილი სასწაულია და ამით ვცხოვრობ.რასაც შენზე ვერ ვიტყოდი. მე შემიძლია ყოველ დილით ვუყურო მზეს, ოქროსფრად ამომავალს და ამით ვიგრძნო თავი ბედნიერად.შენ კიდე ამ ხნის განმავლოაბაში,არც კი გაგიხედია ფანჯარაში.
-არ ვიცი იქს, რა  გითხრათ...
-არც არაფრის თქმა არ არის საჭირო. პირიქით, ახლა შენ თვითონ უნდა კითხო შენს თავს,თუ რა გინდა და ყოველ კითხვას, თავად გასცე პასუხი. მაშინ როდესაც ყველა კითხვაზე, თავად აღმოაჩენ სწორ პასუხს... აქ აღარ მოხვალ და აღარ მკითხავ თუ რა არის სასწაული...

                                                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები