ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2013


ვარდობის თვე თბილისში

ვარდობის თვეში ვარდების ფეთქვა,
გულის ფიცარზე შემომეხია,
და მონატრება შენი უძირო,
ატმის რტოსავით შემომეხვია.

ქალწულის ცრემლი დღეს რომ დაეაცა,
და ჩაისახა ნინო, გიორგი,
მარადის გევლოთ ერეკლე, დავით,
გზა დაგფენოდეთ ვარდის, იოლი.

ქართული გენის უკვდავებაში,
მგონი დარწმუნდა ჯონიც და ვოვაც,
ნაკლები ცოდვა დაიდგით კისერს,
განკითხვის დღე ხომ, უცილოდ მოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს