ყველაზე დიდი სატანჯველი კაცობრიობისა სიცოცხლეა,
ადამიანთა გამოსაცდელად შობილი.
სიკვდილიდან სიცოცხლემდე ერთი ნაბიჯია,
როგორც სიკვდილიდან სიცოცხლემდე.
სიკეთის მქმნელი კაცი ზეცად მაღლდება,
ბოროტისა კი ქვესკნელში ვარდება.
შური და გაუტანლობა ბოროტების დასაწყისია.
სიყვარულია ბრმა იარაღი ადამიანის გულის მოსაგებად.
ვისაც არ სჯერავს იმას არა სწამს.
რწმენა ის ძალაა, რომელიც გადგვარჩენს.
ბოროტი და შურიანი კაცი თავისივე თავის მსხვერპლია.
ხელოვნების ტაძრამდე რომ მიხვიდე,
ხელოვნებას თავი უნდა შესწირო.
ნუ ენდობი ისეთ ადამიანს, რომელიც
ამტკიცებს რომ ცამდე მართალია.
რწმენის ძალაა ის მადლი, რომელიც სულით გვამაღლებს,
გულით გვამდაბლებს და უფალთან გვაახლოებს.
ხეოვნებაზე ფიქრი ყველაზე ლამაზია და მშვენიერი.
ყველაზე მართალი კაცი ამქვეყნად არავინაა.
დიდი ბედნიერებისა და უბედურების მიზეზი სიყვარულია.
სიყვარულია თავი და თავი ადამიანთა არსებობისა.
პოეზია მუზათა ღელვაა და ქართა ტეხილია,
ადამიანთა სულის ასამაღლებლად გაჩენილი.
ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებითაა და სირთულეებით აღსავსე,
რომ ძნელია გაუგო ადამიანმა და ჩასწვდე მის გულისძახილს.
ამბობენ ცხოვრება ბედისწერააო, მაგრამ ვინ იცის?
იქნებ ჩვენა ვართ მთელი ცხოვრება?
ჩვენი სიცოცხლის არსებობისთვის.
ისე ვიცხოვროთ ამქვეყნად რომე,
არ გვეშინოდეს უკან მოხედვის.
დანაშაულის აღიარება ძნელია,
ჩადენამდე კი მასზე არავინ ფიქრობს.
ეჰ, ცხოვრებაო რარიგ მწარე ხარ და რარიგ ტკბილი.
დედაზე კარგი ამქვეყნად და დიდი არვინ არ არის.
მუდამ გახსოვდეს ადამიანო რომ შენი ბედი აიწონება.
როცა არ იცი რაზე საუბრობენ გაჩუმდი,
და როცა იცი რაზე საუბრობენ, ნუ იკამათებ.
სიცოცხლეში და სიყვარულში რაც კი ვლინდება,
აი ეს არის უდიდესი ჭესმარიტება.
პოეზიაზე დიდი შეგრძნება ამქვეყნად არაფერია.
მუზა პოეზიის მღელვარე და მოელვარე სუნთქვაა.
ამქვეყნიური ცხოვრება ხანმოკლეა,
იმქვეყნიური კი უსასრულო და მიუწვდომელი.
ბედნიერი ვარ რომ ვარ ქართველი.
უკიდეგანი სივრცე და ტანჯვაა წუთისოფელი.
დედა ენაა სიცოცხლე ქართველებისთვის.
ჭეშმარიტი სიყვარული უმანკოა და თავგანწირვას მოითხოვს.
ნატვრა ის აუხდენელი ოცნებაა, რომელსაც
მთელი ცხოვრება დავატარებთ.
შეხედე მას ვინც სარკესავით სუფთად ირეკლავს.
საოცარია უსათაურო ლექსი, რომელიც ყველაფრის მთქმელია.
ნუ დაიფიცებ ტყუილად რამეს და წუთისოფელს ნუ დანებდები.
წარსული, აწმყო და მომავალი აი, რა უნდა იყოს,
ადამიანის ფიქრი და სანუკვარი ოცნება.
ნება ნება ადამიანი მიჰყვება წუთისოფლის გზას და
არ იცის რა იქნება ხვალ.
სიყვარული ცასავით ლამაზი, ჩუმი და უძიროა,
მაგრამ თუ აღელდა ზღვასავით მგრგვინავი და დაუნდობელი ხდება.
ყველაზე უნაზესი რაც კი რამ არის ეს სიცოხლეა.
ბოღმას გულში ვინც ჩაიდებს ვერ იქნება კეთილი.
მხოლოდ მოთმინებით მიაღწევ დასახულ მიზანს.
დედის მაგინებელი და მამის მაწყევარი კაცი უბედურია.
ცოდვილები ვართ ამქვეყნად ყველა ჭეშმარიტება სწორედ ეს არის.
ცოდოა ის ვისაც თავისი შეცდომების გახსენება არ უნდა,
ვიდრე ის ვინც თავის შეცდომებს აღიარებს.
ეს წუთისოფელი მხოლოდ მათთვისაა კოშმარი, ვინც
სიბოროტით ივსება და მომავალის არ სწამთ.
ვისაც სამშობლო არ უყვარს იგი თავისა მტერია.
მამულისათვის თავის დადება დიდი გმირობა არის ყოველთვის.
და დღენი ჩვენი გადარეულნი ნეტა ვიცოდე საით მიჰქრიან?!
ყველას გვაქ გადასახდელი ქვეყნის წინაშე ვალი.
უკიდეგანი და უსასრულო ამქვეყნად მარტო სიყვარულია.
ცოდვით აღსავსე წუთისოფელი არავის არ შერჩენია.
მონატრება არის განცდა, რომელიც რაც არ უნდა
მანძილით შორს ვიყოთ სიყვარულით გვაახლოებს.
ცხოვრება რომ გამოცდაა არასოდეს დავივიწყოთ.
დედის ამაგზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია.
მე პოეზიით ვსუნთქავ და ლექსით ვიკვებები!
თავაშვებული ადამიანის ცხოვრება დასაღუპავად არის განწირული.
ამაოა განდიდების მანია.
რა იქნება ბოლოს მაინც ვინ იცის? არავინ არ იცის,
მხოლოდ უფალმა იცის, თუ ვის რა ელოდება.
მთავარია ამქვეყნად სულიერი საზრდო.
გახსოვდეთ რომ ამ ქვეყნიურ ცდუნებით, ვერასოდეს ვერ
მოიხდით იმ ქვეყნიურ სასჯელს.
უცოდველი ქვეყნად არვინ არ არის!
ებრძოლე უსამართლობას, სიმართლის თქმის კი ნურასოდეს შეგეშინდება.
ცუდია როცა ადამიანი რამეს მოიმოქმედებს და თავისი
ნამოქმედარით არ არის კმაყოფილი.
ნოსტალგია ადამიანს გენებში აქვს გამჯდარი!
საუკუნი ფიქრით დრო თავისას იტყვის.
სამშობლოს მოწყვეტილი კაცი მარტოსულია!
გადახვეწილი კაცის სამშობლოში დაბრუნებაზე დიდი ბედნიერება და
ამაღელვებელი განცდა სხვა არაფერია ამ ქვეყნად.
ამ ქვეყნად თუნდაც ერთი რამისთვის, ერთი ლექსისთვის ღირდა სიცოცხლე.
მადლობა უფალს ყველაფრისათვის რაც გვიწყალობა.
ამ ქვეყნად ბევრი მშვენიერი რამის მიზეზი ფიქრია,
ის ყველაზე მოუსვენარი , რამ რაც ასე გვაღელვებს.
ყველაზე ჭეშმარიტი ღირსება ამ ქვეყნად თავისუფლებაა.
ყველა გაურბის დღეს იმ ნაბიჯებს რომლითაც ადრე სთელავდა მიწას.
ისტორია მეორდება მას ვერაფერი შეაჩერებს!
ქართველისათვის სამი რამ არის ყველაზე ზვირფასი და სანუკვარი:
რაც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად ენა, მამული და სარწმუნოება.
ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი უდარდელი კაცია.
კაცის სიცოცხლე წამია, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი.
გმირთა სახელი მარად იცოცხლებს.
თუ კაცსა აზრი გაექცა მერე ძნელია დაჭერა.
წუთისოფელი შხამით ივსება და ნელა-ნელა ზეცას ვშორდებით.
ლექსი არის წმინდა მარცვალი, რომელიც პოეზიაში ბუდობს და მუზა სთესავს,
პოეტი მოიმკის, ხოლო ხალხი აღიარებს და ეთაყვანება,
ეშმაკზე ცბიერი და ქალზე მაცდუნებელი ამ ქვეყნად არაფერია.
სიამოვნება წამია და ვინც ნებდება ცოდვილი.
ვისაც ვნებების მოთოკვა არ შეუძლია ის უიალქანო გემია,
ზღვაში ჩასაძირად განწირული.
კაცი და ქალი: აი ორი ულამაზესი ქმნილება,
წუთისოფელის დაუოკებელი ცთუნებისა არსებობისთვის.
ამ ქვეყნად ყველაფერი ლამაზია სიკვდილის გარდა.
ჯანსაღ კამათს და ჯანსაღ აზრს არაფერი სჯობს, მაგრამ
ადამიანმა უნდა იცოდეს ვისთან იკამათოს.
ამდენმა დროის გამოცდამ ადამიანი დაღალა!
დედამიწა ბრუნავს მაგრამ განიცდის!
ენა ყველაზე საშინელი იარაღია ადამიანთა გასანადგურებლად.
გატეხილი გული ძნელად თუ გამრთელდება.
საიდუმლოს გამხელა ყველაზე ძნელია და სათუთი.
ადამიანი ბევრ რამეს გარემოყოფებისაგან სწავლობს და ითვისებს.
მიბაძვა კარგია, მაგრამ სხვას არ უნდა დაემსგავსო,
ისე რომ შენი თავი დაგავიწყდეს.
ცოდნა გონების ვარჯიშია ადამიანთა თვითშეგნებისათის გაჩენილი.
თუ არ იცი ადამიანმა უნდა ისწავლო,
თუ იცი მაინც უნდა ისწავლო!
სრულყოფილი ცოდნა არ არსებობს.
ის ვინც მალ-მალე გაიძახის და იკვეხნის ვიციო,
სინამდვილეში არაფერიც არ იცის.
კარგია როცა ადამიანი სწავლობს და ამ ცოდნას სხვებსაც უნაწილებს,
მაგრამ ცუდია, როცა ადამიანი ცოდნას თავის-თავში მარხავს და არ გაიღებს.
ადამიანს ყველაზე მეტად ადამიანის ეშინია.
ნდობის მოპოვება ძნელია დაკარგვა ადვილი.
როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს მერე წუწუნი უსარგებლოა.
ავდრის მოლოდინში ოკეანე ღელავს,
გული კი სიყვარულის მოლოდინში ღელავს.
სანამ ნაბიჯს გადადგამ კარგად დაფიქრდი, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეს.
მეცნიერება და ტექნიკა ისეთი სისწრაფით ვითარდება,
რომ უკვე დროს აღარ ემორჩილება.
რაც დრო გადის მით უფრო ივსება წუთისოფელი იმ წუმპეში:
რომელსაც გარყვნილება ჰქვია.
ვინც გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს ის დამარცხებულია.
გადაიღალა კაცობრიობა ამდენი ომით.
როდესაც რამე მოხდება მერე გვიანია კამათი იმაზე თუ რატომ მოხდა.
თავდაჯერებულობა კარგია მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს.
ადამიანებმა ყველაზე ღირებული რამ დაკარგეს, ის რაც ყველაზე მთავარია:
ერთმანერთის სიყვარული!
ახლად გაჩენილო პირმშოვ, შენზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინაა,
სანამ არ გაიგებ თუ რა ბოროტია ადამიანი.
შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ვერსად დაემალები!
საკუთარი თავის სიყვარულმა არ უნდა დაგაბრმავოს ადამიანი.
საკუთარ თავთან საუბარი ყველაზე კარგი საშუალებაა,
საკუთარი თავის გამოცდისათვის.
ქედი მოიყარე სამყაროს წინაშე, ვინაიდან ის უფლის შექმნილია,
და შენ მისი შემადგენელი ნაწილი ხარ.
ოცნება კარგია მაგრამ ოცნებას არ უნდა გადაყვე...
საკუთარი თავი განსაჯე და ნუ ეცდები სხვის განკითხვას.
ოცნება ცას მოწყვეტილი ვარკვლავივითაა, მხოლოდ ერთხელ გაიელვებს და გაქრება.
რაც გინდა იყოს ამ ქვეყნად მაინც ამაოა ყველაფერი.
მხოლოდ ოცნებებში შეუძლია ადამიანს იყოს ყველაზე ბედნიერი.
ხელოვნება ის ფენომენია, რომელიც უკვდავებასთან გვაახლოებს.
თუ გაჭირვება და ტანჯვა არ გადაიტანე ისე ვერ გაიგებ ლხინის გემოს.
ომზე დიდი უბედურება ამ ქვეყნად არაფერია.
დაცემულ გმირთა ვედრება ცას შეჰღაღადებს.
პოლიტიკოსზე მატყუარა ადამიანი ამ ქვეყნად არავინაა.
პოლიტიკა ის ბინძური თამაშია, სადაც ადამიანი,
ეშმაკსაც მიჰყიდის სულს საკუთარი ამბიციების გამო.
ღარიბი და პატიოსანი კაცი თავისი ნაშრომით, ყოველთვის არის კმაყოფილი,
მდიდარი კაცი კი რაც უფრო მეტს შოულობს მაინც უკმაყოფილოა.
წუწუნი მავნე ჩვევაა, რომელიც ადამიანს აგიჟებს და უსუსურს ხდის.
არასოდეს თქვა ცხოვრებაში არ გამიმართლაო, ვინაიდან ვინც რასაც,
იმსახურებს ის მიეზღვება ყოველთვის.
ადამიანს ბევრი რამ უნდა ეამაყებოდეს, მაგრამ სიამაყე თავში არ უნდა
აუვარდეს, და ამპარტავანი არ უნდა გახადოს.
ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს უსუსურია და საცოდავი.
ძუნწი ადამიანი ყველაზე საცოდავია და უბედური.
კარგია როცა კაცი განიცდის და ინანიებს.
ყველაფერი წარსულს ბარდება, მაგრამ დავიწყებას არ მიეცემა.
ის რაც გვაშორებს მანძილია და რაც გვაახლოებს სიყვარული.
დღეს ბევრი ქართულს ივიწყებს და რაღაც უაზრო ბუტაფორიას ეძლევა,
არადა მათი წინაპარი ამ ტრადიციებს თავს სწირავდა.
და როდესაც ქართულს ივიწყებენ ახალს ჰბაძავენ
და არ გამოსდით სასაცილონი ხდებიან.
დღეს ბევრს უნდა ქართული გენის გადაშენება და ამოძირკვა,
მაგრამ ამას ვერასოდეს ეღირსებიან.
თუშენსას არ მოუარე და არ გაუფრთხილდი, რაღად გინდა მაშინ სხვისი?!
სიყვარული თავგანწირვას და მსხვერპლს მოითხოვს.
ყეყეჩი კაცი თავზე ხელაღებული და უპერსპექტივოა.
ლამისაა გული გასკდეს ამდენი უბედურებებისაგან,
მაგრამ მაინც იმედით არის სავსე.
ქალი ყველაზე ნაზი არსებაა, რომელსაც გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება,
მაგრამ ქალმა თუ ერთი აიშვა ჩემს მტერს.
დღეს ყველა (ქართველები) ყველას საქმეში ცხვირს ვყოფთ,
და თავი ძლიერი გვგონია, არადა სასაცილონი ვართ, რა გვაცინებს და
გვამხიარულებს?! როცა გლოვის ზარია...
ჯერ არ მინახავს ფულით გაბედნიერებული ადამიანები.
აზარტი არის ცუდი თვისება, რომელიც ადამიანს აგიჟებს,
დროის შეგრძნებას აკარგვინებს და თამაშში მიღებული
შედეგებით გულგატეხილს ხდის.
ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც ნუ აჰყვები ემოციებს,
ეცადე გააკონტროლო თავი.
ღმერთო შეუნდე და მიუტევე ყველას თავისი ცოდვები გევედრები,
გული მტკივა საქართველოს ასეთ დღეში რომ ვხედავ.
თამაშში ფულის ჩადება უაზრო აკვიატებაა, ჯერ არ მინახავს
თამაშით გამდიდრებული და კმაყოფილი ადამიანი.
თავმდაბალი ადამიანი ყველაზე სანდოა.
ყველა გაიძახის რა გვეშველებაო, მარტო ლაპარაკი და თავის კანტური,
არ უშველის საქმეს, უკვე დროა ყველამ გაანძრიოს ხელი და თავისი
საქმე აკეთოს, თორემ არაფერიც არ გვეშველება.
რაღაცის ახლის მოლოდინშია დღეს საქართველო...
გამოუვალ მდგომარეობაშიც არის გამოსავალი, დღეს საქართველოს
ახალი ძალა სჭირდება, დროა ხალხმა ისწავლოს ერთმანერთის სიყვარული
და პატივისცემა, როგორც ერთიან და ძლიერ საქართველოში.
ვინც ნდობის მოპოვებას, მხოლოდ იმისთვის სცდილობს,
რომ გამოიყენოს პირადი სარგებელისათვის, ეს ადამიანი:
თვალთმაქცია და ფარისეველი.
ნეტავ შემეძლოს იმ დარდისა და ცრემლის გაქრობა, იმ სევდისა და ტკივილის
გაყუჩება, რაც კაცობრიობას ასე სტანჯავს.
ნდობა ადამიანთა შორის ყველაზე დახვეწილი ურთიერთობაა
მეგობრობისავის შობილი,
გული სარკეა, რომელიც ამ ქვეყნიური ცხოვრების განვლილ ეტაპებს ირეკლავს.
როდესაც კაცი-კაცის თვალში ნდობას დაკარგავს, გცვეთილ ფეხსაცმელს ემსგავსება,
რომელიც გადასაგდებადაა განწირული.
ხელოვანი სიმდიდრეზე და დიდებაზე არ უნდა ფიქრობდეს, ის უნდა
ემსახურებოდეს ხელოვნებას და უსიტყვოდ თავს სირავდეს მას.
ყველა ჩაშლილი საქმის დასაწყისი სიზარმაცეა.
ამ ქვეყნად ყველაზე აუტანელი და უსარგებლო ზარმაცი კაცია.
სიკეთე იმისატვის არ არის გაჩენილი, რომ ადამიანებმა ამით
სიმდიდრე და დიდება მოიხვეჭონ.
შური, ბოროტება და სიძულვილი ბნელში ხარხარებს,
ღმერთო დაგვიფარე ამ სიბნელისაგან.
დათესე სიკეთე და სიყვარულით აუვსე გული კაცობრიობას,
იყავი ჩუმი და ჩუმად აკეთე შენი საქმე, მოვა დრო და ის იტყვის, თუ ვინ ვი არის.
ვინც შვებას სასმელში ჰპოულობს სიცრუის ჭაობში ეფლობა.
ამ ქვეყნად ვებრი რამ ძნელი ასატანია, მაგრამ მაინ ვიტანთ.
მხოლოდ და მხოლოდ მოთმინებაა კარგი საქმის დასაწყისი.
განწირულია კაცი, რომელიც თაკილობს და ივიწყებს, თუ ვინ იყო გუშინ,
და აღარ ეძიოს ვინ იქნება ხვალ.
მინდა სიყვარულის წინაშე ქედი მოვიხარო.
ამ ქვეყნად წმინდა და უმანკო სიყვარულზე ლამაზი არაფერია.
მხოლოდ ლოცვაში ჰპოვებს ადამიანი სულიერ ნეტარებას და სიმშვიდეს,
ლოცვა აძლიერებს ადამიანს და ეხმარება ამ ქვეყნიური ცდუნებების დაძლევაში.
სიყვარული, რომ მრავალნაირია, ამას კამათი არ სჭირდება, მაგრამ
როგორიც არ უნდა იყოს ის, მთავარია წმინდა იყოს ეს გრძნობა და არ იყოს გარყვნილი.
ადამიანის ჩამოყალიბებაში ოჯახი ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ოჯახი დიდი სიწმინდეა, რისთვისაც უნდა იცოცხლოს ადამიანმა და იარსებოს.
დედამიწაზე შური და ბოროტება მძვინვარებს.
ვინც ოჯახს ივიწყებს და პატივს არ სცემს მოღალატეა.
ვიბადებით,ვიზრდებით,ვბერდებით და ვკვდებით, და ვხდებით კიი?
თუ რა მძიმე ყოფილა წუთისოფელის ვალი...
ღმერთო რა საშინელი დრო დაგვიდგა ადამიანი ქუჩაში
კაცს და ქალს ვეღარ ანსხვავებს..
შიშველმა ანგაჟირებულმა დემოკრატიამ, ვაი ევროპელობამ და
ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციების დავიწყებამ დაღუპა საქართველო.
პოლიტიკა ყველაზე საშინელი, რამ არის ამ ქვეყნად, რაც კი რამე მოუგონიათ.
მუზა პოეზიის უშრეტი წყაროა, რომელიც
მოედინება ხელოვნების უკიდეგანი ლაბირინთებში.
ადამიანი დროის გამოცდას ნებდება.
საიდუმლოს შენახვა დიდი ხელოვნებაა ადამიანისა.
დროს წლები მიაქვს და მოაქვს უსასრულოდ და არ ჩერდება.
ცხოვრებამ კი არ უნდა გამოგრჩეს, ცხოვრებას უნდა გამორჩე.
დრო ძვირფას წუთებს გვაცლის ამიტომ უნდა ვიჩქაროთ.
ვაი და ვუი საქმეს, რომ შველოდეს ადამიანი მუდმივ ანარქიაში იქნებოდა.
მწერლისათვის ჯანსაღ კრიტიკაზე კარგი არაფერია.
ბედნიერებისათვის მარტო მატერიალური კეთილდღეობა არ არის საჭირო.
პატივი ეცი შენს აწმყოს დ არ დაივიწყო წარსული,
თორემ დროის შეგრძნებას დაკარგავ.
დღეს იმ გამოცდის წინაშე ვდგავართ, რომელიც
განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
რაც დრო გადის ადამიანი მით უფრო დაუნდობელი ხდება.
დღეს მსოფლიოს ბოროტება მართავს და ძალმომრეობა იპყრობას,
დათვლილია წუთები, მალე ბოლო მოეღება ამ საშინელ ჰეგემონიას.
აირია სისხლში სისხლი წაიბილწა ქვეყანა.
ხანდახან ადამიანი როცა დაფიქრდება ყველაფერის დავიწყება სურს,
რაც იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ პირიქით ხდება ის რაც უნდა დაივიწყოს,
მთელი ცხოვრება თვალწინ დაუდგება.
სანამ ერთ ნაბიჯს გადადგამ, მეორე ნაბიჯი გამოზომილი უნდა გქონდეს
და მესამეზე უნდა ფიქრობდე.
პოპულარობაზე ფიქრმა გადარია ქვეყანა.
ზოგს ცხოვრება თამაში ჰგონია, მისთვის სულ ერთია მოიგებს თუ წააგებს.
შეიძლება ცუდი ნათქვამი იყოს, მაგრამ ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა
დაგვჩემდა, მათხოვრებივით მუდამ სხვას შევყურებთ ხელში.
კარგია მზა-მზარეული ცხოვრება,მაგრამ ამას მუხლ-ჩაუხრელი შრომა სჭირდება.
დღეს რთულია ენდო ადამიანს, ვინაიდან უმეტესობა გამორჩენაზე ფიქრობს.
მინახავს ფულისაგან გადარეული და აცახცახებული ადამიანები,
მათზე ხარბი და გაუმაძღარი ამ ქვეყნად არავინაა.
დღეს ძნელია საქართველოში ნხო გარიმებული ადამიანები,
ამდენმა უაზრო დაპირებამ, ცრუ პოლიტიკამ და დამცირებამ
თავმოყვარეობა შეულახა ხალხს.
ამ ქვეყნად გამარჯვებული არავინაა, ბოლოს სიკვდილთან ყველა მარცხდება,
მთავარია იმ ქვეყნად არ დამარცხდე.
ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა და ერთბაშდ გვინდა,
იქნებ ეს არის ცვენი სისუტე.
დრო როცა გვინდა მალე გავიდეს მაშინ მიიზლაზნება, და როდესაც
გვინდეს ნელა გავიდეს მიჰქრის.
ბევრ ადამიანს თანამდებობა და თბილი სკამი
თავში უვარდება და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია.
ამ ქვეყნად იმდენი ზნისა და ხასიათის ადამან გაიცნობ,
რომ ცხოვრება გასწავლის<თუ როგორ უნდა მოიქცე.
ასე თუ გაგრძელდა საქართველოში ქართველი კაცი
აღარ დარჩება, დროა გამოფხიზლდეს ქვეყანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა რომ კითხულობთ...... მადლობა რომ კითხულობთ......
2. ნუ ენდობი ისეთ ადამიანს, რომელიც
ამტკიცებს რომ ცამდე მართალია.
სიცოცხლეში, სიყვარულში რაც კი ვლინდება,
აი ეს არის უდიდესი ჭესმარიტება. ნუ ენდობი ისეთ ადამიანს, რომელიც
ამტკიცებს რომ ცამდე მართალია.
სიცოცხლეში, სიყვარულში რაც კი ვლინდება,
აი ეს არის უდიდესი ჭესმარიტება.
1. ალაზნისპირელო, კაცი ხარ!- ამით ყველაფერი ვთქვი.
ეხლა რაც შეეხება.... "ამ ქვეყნად ყველაფერი ლამაზია სიკვდილის გარდა." დავამატებდი ჩემი მხრიდან " ... თუმცა სიკვდილიც შეუძლია ადამიანმა ლამაზად მოახერხოს".
რამოდენიმე გამონათქვამი ადრე გაგონილის "პერეფრაზირებას გავდა " მაგრამ ეჭვიც არამაქვს რომ შენია, უბრალოდ გოებაში დალექილი და თავიდან შენით დაბადებულია.
ადრე მქონდა კამათი მაგ თემაზე, როდესაც მიმსგავსებთ პაგიატორობას მაბრაებდნენ. იმედია აქ არ ვიხილავ ასეთ უტაქტო კომენტარებს.
წარმატება. ჩემი მაქსიმუმი შეფასება.
ალაზნისპირელო, კაცი ხარ!- ამით ყველაფერი ვთქვი.
ეხლა რაც შეეხება.... "ამ ქვეყნად ყველაფერი ლამაზია სიკვდილის გარდა." დავამატებდი ჩემი მხრიდან " ... თუმცა სიკვდილიც შეუძლია ადამიანმა ლამაზად მოახერხოს".
რამოდენიმე გამონათქვამი ადრე გაგონილის "პერეფრაზირებას გავდა " მაგრამ ეჭვიც არამაქვს რომ შენია, უბრალოდ გოებაში დალექილი და თავიდან შენით დაბადებულია.
ადრე მქონდა კამათი მაგ თემაზე, როდესაც მიმსგავსებთ პაგიატორობას მაბრაებდნენ. იმედია აქ არ ვიხილავ ასეთ უტაქტო კომენტარებს.
წარმატება. ჩემი მაქსიმუმი შეფასება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|