ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: საბავშვო
12 მაისი, 2013


იავნანა

ნელი სიო აკვანს გირწევს
მზე გიქარგავს სხივით კაბას,
ცუდს გავატანთ ცაში ნისლებს
ანგელოზი სიზმრებს ქარგავს.

ყვავილებით, ფერად-ფერად
ცისარტყელა თავზე გადგას,
ნეტავ სიზმრად შენ რას ხედავ,
რომ იღიმი, გკოცნის მამა.

თვალებს ახელ, ირეკლება
შენს მზერაში ყველა ფერი,
შვილო შენმა დაბადებამ
მეც დამბადა, შენთვის ვმღერი.

დაიძინე, ნისლებს ვატან
ცაში ცუდს და ანგელოზი,
სიზმრებს ქარგავს, მერე მამა
თეთრ ლოყაზე ფრთხილად გკოცნის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები