ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2013


ხოჭო

გუშინ მივდიოდი და დავინახე ხოჭო პირაღმა გადმოტრიალებულიყო
ვერ ახერხებდა სიარულს,გავჩერდი და ცოტახანი ვუყურე.
როცა მივხვდი რომ უმწეო იყო დავეხმარე და გადმოვაბრუნე
ისიც უცებ გონს მოეგო და გააგრძელა სიარული.
დავფიქრდი და მივხვდი:
ჩვენ ადამიანები,სუსტი არსებები ვართ
როცა გვიჭირს უმწეოები ვხვდებით,პირაღმა ვართ გადატრიალებულები,
და როცა ვერაფერს ვერ ვაკეთებთ დახმარებას ღმერთს ვთხოვთ.
რათა ხელი მოგვკიდოს და დაგვეხმაროს,არ მიგვატოვოს.
ზუსტად ისედი უსუსურები ვხვდებით როგორც ის უმწეო
ხოჭო რომელიც დახმარებას ითხოვდა,ღმერთმა ჩვენ მოგვავლინა იმიტომ
რომ ჩვენზე სუსტს დავეხმაროთ,იმიტომ რომ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ.
ხოლო ღმერთის წინაშე კი ისეთი სუსტები, როგორც ის მწერი რომელიც
დახმარებას ითხოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები