ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2013


ბალადა ბიძაჩემზე

ბიძაჩემი ახლა – სანახევროდ მკვდარი –
ტირის, მოსთქვამს, მოსთქმავს, ტირის, ტირის, მოსთქვამს...
დარჩა ასე ობლად, მამიდაჩემს ქმარი:
ვებერთელა სახლში და ცარიელ ოთახს

ვერ უყურებს ფხიზლად, დადის მუდამ მთვრალი,
იკლავს ტკივილს, ტკივილს იკლავს, იკლავს ტკივილს...
მთლად გაუტყდა წელში, მამიდაჩემს ქმარი:
ვებერთელა სახლში, ითვლის, დღეებს ითვლის.

დაიღალა თითქოს ამ ტკივილის მალვით
ჩივის ჩემთან: "რატო მაშინ არ დამკლაო..."
სულ დასტირის ასე, მამიდაჩემს – ქმარი:
ვებერთელა სახლი, იქცა სასაფლაოდ...

"რატო არ დამკლაო" – ყვება ისტორიას:
ყაბარდოში ერთხელ, რომ დაეცნენ სვანებს,
"ვიმარჯვეო" – ყვება, ბნელში არ გაჰყოლია:
"თუ გაყვები რუსსო, მოგკლავს, ბნელში დაგდებს."

ბიძაჩემი დარჩა, ვით სიცოცხლის ლანდი,
ისტორიებს ყვება – ათი სიცოცხლისას...
თვრება უფრო ხშირად, აჩრდილივით დადის,
ეშმაკს რისხავს, რისხავს თავსაც, ღმერთსაც რისხავს...

დარჩა ასე ობლად, მამიდაჩემს ქმარი:
ვებერთელა სახლში, მის ცარიელ ოთახს...
ბიძაჩემი სადაც (სანახევროდ მკვდარი),
ტირის, მოსთქვამს, მოსთქმავს, ტირის, ტირის, მოსთქვამს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები