ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2013


დროთა როკვა

როცა  ზამთარია, როცა ფიფქი ცვივა,
ირგვლივ  სილამაზე საამურად ბრწყინავს.
სულ  სხვა გრძნობით  გავსებს გაზაფხულის წვიმა
როცა სული ხარობს, გული გულთან მივა.
ჰო?!  ზაფხულიც  მოვა, შრიალს იგრძნობ ხეთა,
გნიასია ირგვლივ და სიხარულს ხედავ.
აგერ  შემოდგომაც  შემოგიღებს კარებს,
ხვავს დაგაფრქვევს უხვად, მოაყოლებს ქარებს.
ოო! ზამთარი ცივი, მოვა, ისევ მოვა
გვაძაბუნებს  სუსხით, აღარ გვხიბლავს  თოვა.
დროთა როკვას ვტოვებთ, გვიხმობს სულიწმინდა,
დროული და მშვიდი ალბათ ესეც  გვინდა.

                          2011 წელი.
                             
                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს