ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2013


ტორეადორს!

არ გეშინია კორიდაზე დგომის ყოველდღე...
ვერც ბრბოს ყიჟინამ გამოგცვალა, ვეღარც დაგღალა...
ყოველდღე ებრძვი ამ ცხოვრებას და არც მარცხდები,
არც ფრენა გაკრთობს, არც სიმაღლე, თუმც ხარ ჭაღარა...
ბევრს მიაჩნია ვაჟკაცობის მტკიცებას ცდილობ,
ბევრმაც იცი, რომ რახანია გიჟად ჩაგთვალა...
ტორრო! ფრიალებს ბაირაღი სისხლში მოთხვრილი,
ოლე! შიგ გულში დაგიჭრია ხარი ცალთვალა...
უფლება არ გაქვს კორიდიდან გასვლის ცრემლებით!
იქნებ ფრენისას შურიანმა კიდეც გაგთვალა...
ქათამიც შლის ფრთებს - თუმც არწივად ვერ გადიქცევა!
ჭიქა ღვინით კი ერთხელ მაინც არვინ დამთვრალა?!..
გადაგიმალავს იარები საგულდაგულოდ,
თუმცა ამდენი ცემით გრდემლის რკინაც გამლღვალა...
ამ იარებით კვლავაც იფრენ მწვერვალებისკენ
სანამ უფალმა ყოფნ-არყოფნის გზები გაყარა!



26.05.2013 წ.

გილოცავ დაბადების დღეეეეეეეეეეეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები