ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2013


მეგობარს!

              მეგობარი,  ზოგჯერ  მივიწყებული,
              მაინც  შეგვახსენებს  ოდესმე  თავს
              მივიწყებას  არ  ეძლევა, მხოლოდ დრო აყუჩებს,
              მასთან  გატარებულ  თითოეულ  წამს.
              ზოგი  წინ  სწრაფად  მიდის, ზოგიც  უკან  რჩება,
              ზოგი  კი  დაფრინავს  ოცნების  რაშით,
              მეგობრისათვის  ის  მეგობარია,
              თუ  გრძნობა  კვლავ  ცოცხლობს  მასში.
              ღმერთო  ნუ  დამიხშობ  მონატრების  გრძნობას
              და  მათკენ  სავალ გზებს,
              როცა გული-გულობს, როცა მიხარია
                გადვივლი  აზიდულ  მთებს.
              მეგობარი,  ზოგჯერ  მივიწყებული,
              მაინც  შეგვახსენებს  ოდესმე  თავს.
                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები