 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 28 მაისი, 2013 |
შენ, ანგელოზის ფრთები შეისხი, ისე გასწიე ფერთა კვდომისგან, იმ მხარეს, სადაც უსასრულობა უკვდავებას და გვირგვინს მოგიტანს. პირობითობის ველში მოხვედრილს, (სხეულთან ბრძოლას ემსხვერპლე ლამის), გიჭირდა ყოფნა,არყოფნა გსურდა, ბლომად იგემე ამ ქვეყნის შხამი. ეხლა მზეებთან გაათევ ღამეს, შენი იები გულში გვყავს მცველად, შენს დიდ სიყვარულს გაგვინაწილებ, ქედნის ღუღუნში ავიდგავთ ენას. ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით, კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც, როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს. სამყარო ისევ ტრიალებს, ბრუნავს, შენ მოფრინდები სევდის მერცხლებით, რომ წინაპართა საქართველოდან გვითხრა: ღრმადაა მუხის ფესვები. კაცურ-კაცობით, ალალ-მართლობით, ფართოდ გაწიე მამულის მხრები, ახალ თაობებს მიეცი საზრდო, უბრალო მოკვდავთ შეგვასხი ფრთები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეც ძალიან მიყვარს როგორც ავტორი, ასევე მისი ბრწყინვალე შემოქმედება. კარგი მიძღვნაა მაიკო. გაიხარეთ... პატივისცემით: ია.ჯი. მეც ძალიან მიყვარს როგორც ავტორი, ასევე მისი ბრწყინვალე შემოქმედება. კარგი მიძღვნაა მაიკო. გაიხარეთ... პატივისცემით: ია.ჯი.
5. ნათელში ამყოფოს უფალმა. ნათელში ამყოფოს უფალმა.
4. მადლობთ, ვისაც ეს ლექსი მოგეწონათ, ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, თბილი და გულშიჩამწვდომი, ვცდილობდი ჩემი გულის ნადები გადმომეცა. მადლობთ, ვისაც ეს ლექსი მოგეწონათ, ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, თბილი და გულშიჩამწვდომი, ვცდილობდი ჩემი გულის ნადები გადმომეცა.
3. ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით, კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც, როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
* * * მომწონს ეს მიძღვნა.
მეც მიყვარს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, საწყისთან გვაბრუნებს ....
+ + +
ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით, კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც, როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
* * * მომწონს ეს მიძღვნა.
მეც მიყვარს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, საწყისთან გვაბრუნებს ....
+ + +
2. კარგი მიძღვნაა...
ძალიან მიყვარს ჩოხელის ყველა ნაწარმოები...
უდიდესი ქართველია.... კარგი მიძღვნაა...
ძალიან მიყვარს ჩოხელის ყველა ნაწარმოები...
უდიდესი ქართველია....
1. უფალმა გაანათლოს მისი სული! უფალმა გაანათლოს მისი სული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|