ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2013


მე შენთვის მინდა

მე შენთვის მინდა მთელი სამყარო,

მთელი სიცოცხლე, მთელი ცხოვრება,

მე შენი სუნთქვა, ლამაზი სახე,

მუდამ ყოველთვის მემახსოვრება.



მე შენთვის მინდა ყოველი სიტყვა,

ყოველი წუთი, ყოველი აზრი,

ოხ, როგორ მინდა გიყურო დიდხანს,

თუმცა ცხოვრება დროს უცებ გვაცლის.


მე შენთვის მინდა რომ ყველაფერი,

შენთვის დავხატო, შენთვის დავწერო,

შენა ხარ ჩემი, სულ ერთადერთი,

ფიქრი, ოცნება, დრო უსაშველო...


მე შენზე ფიქრებს ჩუმად გავყვები,

წუხელ თბილისში წვიმდა და წვიმდა,

ამ სიყვარულით დავიკარგები,

ეს ყველაფერი მე შენთვის მინდა!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები