ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2013


სამყაროს არსი.

როგორ გადმოვცე სამყაროს არსი,
სიტყვა მოკლეა, ხატვა კი რთული
ნუთუ არსებობს სამყაროს მსგავსი
მასზე ლამაზი და გარინდული ?

ნუთუ მასაც აქვს ათვლის წერტილი
გზა დაბადების და გზა ცხოვრების
როგორც მდინარეს შობის ადგილი
და კალაპოტი ზღვას რომ თან ერთვის.

სამყარო წრფეა, არა სიბრტყეზე,
სამყარო წრფეა მხოლოდ სივრცეში,
ორი წერტილი გავლებულ წრფეზე
არის მატრიცა ამ დიდ სივრცეში.

ვეცადე მეთქვა სიტყვები არსის
იმის შესახებ რასაც მე  ვხედავ,
თავად განსაჯეთ სისწორე აზრის
და მომიტევეთ ამას რომ ვბედავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები