ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2013


თბილისში ჩავარდნა

ამ მიწაზე გადმომყურებს მთაწმინდა,
რომ მაწამოს, ხან კი მატკბოს ჩაივით.
მის ქუჩებში დაყენებულ ბედის ვარ,
დამწვარ ფოთლებს ღრმად ვისუნთქავ, ჩაივლის
ყველა დარდი. სიხარულიც მახეა -
თავს გაყოფ და გამოძრომა გამძიმებს.
რუსთაველი მათ შორის არ მარხია
და გრანელის საფლავს ვეღარ გაიგნებ.
სუნით დამაქვს მოგონების ნაკვესი,
მარტო მყოფს რომ გულის ფიცარს აგიწვავს,
როცა ცივა, ვიკეტები ამ ლექსში,
გაზაფხულზე გოლგოთამდე ავიტან
უძღებ წყურვილს სიცოცხლისას...  და მაინც
ყველა ლურსმანს დამაძრობენ კლანჭებით
და მეტყვიან რომ არა ვარ პოეტი,
რომ ტყუილად დავიხვრიტე მაჯები.


******************************************************************************


სახლის წინ,
ქუჩაში მდგარ ბოძზე მივაჭედე ბავშვობა - კალათბურთის ფარივით.
მას შემდეგ ბევრჯერ ვსტყორცნე ბურთი იმ ფარის დისკოს,
ჩავარდა ჩემი პოეზია,
აცდა ჩემი ცხოვრება,
და ის ფარი ისევ ჰკიდია ქუჩაში მდგარ ბოძს,
და მის წინ სახლია, რომელშიც ვეღარასოდეს დავბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს