ნერვებზე კიდია დღეს ჩემი ბედი და ყოველ ნაბიჯზე აქ ყოფნას ვებრძვი გია თოიძე
მშია სიცოცხლე, სხეული გამიხმა სიცოცხლისგან მივიწყებული, დანგრეულ ოცნებებს სიკვდილი მოაქვს ზღვის ჩუმ ნაპირზე და როგორც პოეტები სიკვდილის შემდეგ დიდებულია მარტო დარჩენა, შორიდან ცქერა მაგნოლიების, მე მენატრება მოკლული სიყვარული, ამოვთხაროთ გულიდან ჩამარხული სიყვარული, სიძულვილი ღამეებს მითევს, არ ელოდება გამოდარებას, მიშველე ღმერთო დავიღალე სიმარტოვეთი სხეული კვდება, სული ვერ გრძნობს ვერაფერს, მიშველე ღმერთო, მადლობა ღმერთო. დავრგე იები მკვდარ თბილისში, მოსიარულე მკვდრების ფონზე სიმღერებს ვწერ, ხელით ვეხები მარადიულობას, როცა ფინკ პლოიდს ყაზბეგში ვუსმენ. არ მეშინია მე არაფრის და უნდა მოვკლა დრო, იცხოვრეთ დროის გარეშე და ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ყოველი დღე თავის თავის დღეა ისევ დავეშვი უწონადო სამყაროში აქ კვლავ დამყურებს ცისფერი ცა და მოკლული ადამიანების გულებიდან წამოსული სისხლი თვალებზე მესხმება, მტკივა. დაღლილ ხელებზე სიკვდილი წვება მკვდარი მასისგან ისმის ძახილი და სიყვარული ლოგინში ვნახე ეშმაკის გზნებით ჩუმად გახდილი. მანახეთ ღმერთი ან ღმერთის შვილი ტკივილს კვლავ მჩუქნის გულგრილობა, ლექსი ვწერე მთელი ღამე, კვლავ ამერია ფიქრები და დამეკარგა სულის ხმა, ვერ ვნახე სიყვარული დამწვარ ქალაქში. სიმარტოვეში ვწერ უაზრო ლექსებს ადამიანი მანახეთ სადმე რომ ჩავეხუტო და აღარ გავუშვა, სითბო მანახეთ მკვდარ ქალაქში, მკვდრების ქალაქში, გულგრილობის ხენტრალურ პარკში. ვენები მტკივა, სხეული იწვის და გულწრფელობას ავხადე ფარდა, მოტყუებული ადამიანები თავად ხდებიან საკუთარი ოინების მსხვერპლნი. წვიმს ამ ქალაქში, გაქცევა მინდა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, სიცოცხლის ერთ ნაგლეჯსაც ვერ ვხედავ, ხმაურიანი მშიშარა ადამიანები, მძულს ეს სიყალბე, მოსიარულე მკვდარი მშობლები, რომლებმაც ყელი გამოჭრეს შვილებს, დღეს მათ სულებში ჩავყრიდი ვარდებს და მთის წვეროზე დავიძინებდი სიმარტოვისგან მთვრალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა :3
+2 მომეწონა :3
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|