ბეღურები გვასწავლიან
მზემ მოქარგა არე-მარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია,ვიყინებით"- ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუსწორა ბუმბული, გახალისდნენ,აჭიკჭიკდნენ ტკბილად,როგორც ბულბული.
საიდანღაც გამობრძანდნენ ლეგა-ლეგა ღრუბლები, მზემ ჩიტები ანუგეშა: "მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ,ეს ზამთარი მართლაც ჩვენი მტერია, სამშობლოში ვრჩებით მაინც, აქ მოკეთეც ბევრია.
სხვაგან ფარჩას გვირჩევნია აქ,თვით თოვლის საბანი, იქ ვიქნებით,სადაც ფრენდნენ ჩვენი მამა-პაპანი."
აი,რაზე ჟივჟივებენ შემცივნული ჩიტები, მამულს ასე შეიყვარებთ? თქვენც კარგები იქნებით.
ვინ მკურნალობს?
როცა ბლომად შევჭამ თაფლს,შოკოლადს,კამფეტს, გოზინაყს ან ნამცხვარს, წამსვე კბილებს მატკენს.
ჰოდა ექიმებთან გამაქცევენ უცებ, მეშინია,ვტირი, პირს კანკალით ვუღებ.
დათუნიას თურმე ძლიერ უყვარს ტკბილი, ვინ მკურნალობს,როცა ატკივდება კბილი?
ვიცი,ციყვუნიაც აკნატუნებს თხილებს' ღრუ რომ გაუჩნდება, ვინ უპლომბავს კბილებს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომწონს ეს კაკაჩია მომწონს ეს კაკაჩია
9. დიდი მადლობა ყველას.მეც მომენატრეთ. რაიონში ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ გეხმიანებით. შენიშვნებს გავითვალისწინებ.:) დიდი მადლობა ყველას.მეც მომენატრეთ. რაიონში ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ გეხმიანებით. შენიშვნებს გავითვალისწინებ.:)
8. მომენატრეთ 5 მომენატრეთ 5
7. :) კარგებია 5 :) კარგებია 5
6. გახალისდნენ,აჭიკჭიკდნენ ტკბილად,ვითარც ბულბული.
მანანა, ამ ფრაზაში "ვითარც" ძალიან აკომიკურებს ლექსის საბავშვოობას. "ვითარც" მაღალ ლიტერატურულ ენას მიეკუთვნება, რომელიც ღრმად პატივცემულმა ილია ჭავჭავაძემ ჩამოალაბორანტა- ხალხისსთვის უფრო გასაგები იყოს ენაო და, მით უმეტეს საბავშვო ლექსში არ არის კარგი :) ჩემი აზრით, უბრალო და მიჩვეული "როგორც" მშვენივრად შეცვლის მაგ სიტყვას :) დანარჩენი - შესანიშნავია. 5 გახალისდნენ,აჭიკჭიკდნენ ტკბილად,ვითარც ბულბული.
მანანა, ამ ფრაზაში "ვითარც" ძალიან აკომიკურებს ლექსის საბავშვოობას. "ვითარც" მაღალ ლიტერატურულ ენას მიეკუთვნება, რომელიც ღრმად პატივცემულმა ილია ჭავჭავაძემ ჩამოალაბორანტა- ხალხისსთვის უფრო გასაგები იყოს ენაო და, მით უმეტეს საბავშვო ლექსში არ არის კარგი :) ჩემი აზრით, უბრალო და მიჩვეული "როგორც" მშვენივრად შეცვლის მაგ სიტყვას :) დანარჩენი - შესანიშნავია. 5
4. საყვარულკები :) საყვარულკები :)
3. ძალიან საყვარელი ლექსებია
პირველ ლექსს რომ ფორმა შეუცვალოთ მოიხდენს ჩემის აზრით
მოგიკითხეთ:):) ძალიან საყვარელი ლექსებია
პირველ ლექსს რომ ფორმა შეუცვალოთ მოიხდენს ჩემის აზრით
მოგიკითხეთ:):)
2. მანანა, მე ძალიან მომეწონა შენი საბავშვო ლექსები.
პირველ ლექსში სამშობლოს თემას გვერდი მაინც ვერ აუარე, ხომ ?? :). შენთვის ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია. გინდა, რომ თვით ბეღურებმაც იჭიკჭიკონ სამშობლოს განუმეორებლობაზე და ერთადერთობაზე. შენი ლექსები გაჟღენთილია "არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს , სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" პათოსით.
მომწონს!!
ვინ მკურნალობს ალბათ ჩემზე არის დაწერილი :=)) კბილებს არ ვუჩივი, მაგრამ ტკბილიეულობა ისე მიყვარს, რომ არ ვუშვებს შანსს თაფლის, შოკოლადის, ნაყინის მირთმევისა. არასდროს არ ვუშვებ მე ამ შანსს!!! :D
ჰოდა, ეს ლექსიც მომეწონა...
გაიხარე!!!!!!!
პატივისცემით, განდი. მანანა, მე ძალიან მომეწონა შენი საბავშვო ლექსები.
პირველ ლექსში სამშობლოს თემას გვერდი მაინც ვერ აუარე, ხომ ?? :). შენთვის ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია. გინდა, რომ თვით ბეღურებმაც იჭიკჭიკონ სამშობლოს განუმეორებლობაზე და ერთადერთობაზე. შენი ლექსები გაჟღენთილია "არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს , სხვა ქვეყნის სამოთხეზედა" პათოსით.
მომწონს!!
ვინ მკურნალობს ალბათ ჩემზე არის დაწერილი :=)) კბილებს არ ვუჩივი, მაგრამ ტკბილიეულობა ისე მიყვარს, რომ არ ვუშვებს შანსს თაფლის, შოკოლადის, ნაყინის მირთმევისა. არასდროს არ ვუშვებ მე ამ შანსს!!! :D
ჰოდა, ეს ლექსიც მომეწონა...
გაიხარე!!!!!!!
პატივისცემით, განდი.
1. მანანა, ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება. ჟანრი შეუცვალე ლექსებს, - "საბავშვოში" გაუშვი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. 10 მანანა, ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება. ჟანრი შეუცვალე ლექსებს, - "საბავშვოში" გაუშვი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. 10
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|