ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2013


სიმღერა 1

დაბინდდა წყვდიადი მაჰყვება მთის წვერებს,
ხევებში ჩამოწვნენ მგლისფერა ნისლები,
სიგიჟე ნებ_ნება თავისად მიწევრებს,
ღალატი მტკივა და სიავით ვივსები...

რად გიღირს ცხოვრება სიყვარულს გჩუქნიდე,
სიძულვილს ყვედრებით მიგდებდე პასუხად,
სულიერ სიწმინდეს სამარეს უთხრიდე,
ხორციელ კაპიკებს ითვლიდე ნამუსად...

თოლებში ნუ მიცქერ ვერასდროს შეიცნობ,
ვაჟკაცის სათქმელს და ვაჟკაცის საკეთებს,
საყვარელ დიაცთან სიძულვილს ვიყოფ და,
თვალებიც სიავის ნაპერწკალს აკვესებს...

გამშორდი ქალაუ ჩემდ აღარ გიგულვებ,
ტკივილი შენდობით არასდროს შუშდება,
მე ასეთ სიყვარულს არასდროს მივიღებ,
ვაჟკაცის სახელი თუ განადგურდება...

მოვევლე ლურჯას და გავჰკივლე ხეობებს,
შევყევი ლოპოტის ჩქერებს და კლდიანებს,
ვინ იცის ამ გულში რა დარდი ჩაგუბდა,
ვინ იცის ამ გულში რა ბოღმა ტრიალებს...

მივდივარ და მწველი ტუჩების წყურვილი,
დანისლულ წამწამებს ცრემლებად მაჰყვება,
ჩურჩულით ნათქვამი მიყვარხარ მახსოვს და,
ტანჯვისთვის განწირულს მეგზურად დამყვება...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები