ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯონ გრაჰამი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2013


ეძღვნება საიტის წევვრს ნიკით "თეთრი გედი"(ყველაზე მშვენიერს)

"იყო დილა ნისლიანი, ნწვიმარი... თიბათვის,
ვთევზაობდი - მარტობას თითქოს ცოლად ვირთავდი,
ცის ბურუსში დაცურავდა მზე ტან-ფეხებშიშველა,
წყლის პირას კი სეირნობდა ქალი თვალებგიშერა.

გამიკვირდა სილამაზე - ქალის თინათინობა,
გაეჯიბრა თითქოს მზეს და არ აცალა ნათება,
ცა - უღრუბლო(ეჰ, რა ცუდ დროს...) ნისლის ცრემლით ტიროდა,
თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, თითქოს ენა დაება.

მზემ არ დათმო სილამაზე - სხივი გასცა რჩეული,
ცას ცრემლები მოეწმინდა და მათ შეჯიბრს მსაჯობდა,
ორთაბრძოლას, მსგავსს, სამყარო იყო გადაჩვეული,
(გეფიცებით ამის ნახვას არაფერი არ სჯობდა...)

მალე მორჩა შეჯიბრი და ცამ ასწია ალამი,
შორს, ბურუსში მიიმალა მზე ტან-ფეხებშიშველა,
ზეცამ - მსაჯმა გამარჯვებულს მისცა დიდი სალამი,
სამყაროსთან ზეიმობდა ქალი თვალებგიშერა.
..................................................
იყო დილა მშვენიერი, ნაწვიმარი... თიბათვის,
მე წყლის პირას ვიდექ, ფიქრში, იმ ქალს ცოლად ვირთავდი,
ქალი - ღმერთი, თვალგიშერა მზეს მზეობას ართმევდა,
ჩემს ანკესს კი წყალი სადღაც, შორს ჩქერებში ათრევდა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები