რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე წუთისოფელთან ჩემი წანწალი, გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს, ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი. რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში სულ ამიწეწა ფიქრის სამანი. ვერ ჩავრგე ნერგი ცრუ სიყვარულში, ვერ ვამზეურე იასამანი. მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია, და მირაჟ – მირაჟ დავალ ცეცებით. სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია, თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები. დილა გზას მკრთალი სხივით ლამბავდა. სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი, და თავქვე მედო უფლის ლაბადა, მიწა მზის თბილი თავსასთუმალი. დავდივარ ასე სულის ხსნისათვის, სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში, და ერთი ციდა სტრიქონისათვის, რამდენი ღამე ჩამადნა ხელში. ხანდახან თითქოს სივრცე – მანძილი წამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა, რას მეტყვი,მამავ?! როცა დაღლილი, სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან. გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ. ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ – ხილვებს რისთვის ვნახულობ.
რას მეტყვი, მამავ?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ძალიან ლამაზი აღსარებაა...ლექსით ნამარხულევი! +5 ძალიან ლამაზი აღსარებაა...ლექსით ნამარხულევი! +5
19. ძალიან კარგი, ოსტატის ხელით შექმნილი ლექსი ;;)
10 ძალიან კარგი, ოსტატის ხელით შექმნილი ლექსი ;;)
10
18. ძAლიან კარგია. მომეწონა!!! ძAლიან კარგია. მომეწონა!!!
17. 5555555555555 5555555555555
16. ლამაზია!!!!!!!!!!!5 ლამაზია!!!!!!!!!!!5
14. ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ – ხილვებს რისთვის ვნახულობ.
დიდებულია, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. 55555555555555 ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ – ხილვებს რისთვის ვნახულობ.
დიდებულია, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. 55555555555555
13. რას მეტყვი,მამავ?! როცა დაღლილი, სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან. გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ. ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ – ხილვებს რისთვის ვნახულობ.
რას მეტყვი, მამავ?!
შესანიშნავი ლექსია 10 რას მეტყვი,მამავ?! როცა დაღლილი, სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან. გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ. ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ – ხილვებს რისთვის ვნახულობ.
რას მეტყვი, მამავ?!
შესანიშნავი ლექსია 10
12. ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ.
ძალიან პოეტურად დათბილული ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ.
ძალიან პოეტურად დათბილული
11. ძალიან მომეწონა, დავით... 10 ძალიან მომეწონა, დავით... 10
10. ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ. კარგია.
ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ. კარგია.
8. მახსოვს ეს ლექსი, და მომწონს, ბატონო დავით! მახსოვს ეს ლექსი, და მომწონს, ბატონო დავით!
7. 5555ძალიან მაგარია 5555ძალიან მაგარია
6. ძალიან კარგია!... გულში ჩამწვდომი ბევრი სტრიქონია აქ...5 ძალიან კარგია!... გულში ჩამწვდომი ბევრი სტრიქონია აქ...5
5. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
4. გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ.
ეს სტროფი მახსოვდა კარგად :) გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ.
ეს სტროფი მახსოვდა კარგად :)
3. მე არ ვიცნობ მეუფე თადეოზს მაგრამ ეს ნაწარმოები მართლა ძაან მაგარია...გაიხარეეე 55555 მე არ ვიცნობ მეუფე თადეოზს მაგრამ ეს ნაწარმოები მართლა ძაან მაგარია...გაიხარეეე 55555
2. ძალიან მომეწონა- ძალიან მომეწონა-
1. ძალიან მომოწნს ეს ლექსი ბატონო დავით :) ღმერთს მადლობას ვუხდი რომ მომცა ცხოვრებაში იმის საშუალება და ბედნიერება, რომ მეუფე თადეოზს შEვხვედროდი და მასზე სტატიაც დამეწერა :) ბედნიერები არიან ფშავ-ხევსურები ასეთი მეუფე რომ ჰყავთ :) ძალიან მომოწნს ეს ლექსი ბატონო დავით :) ღმერთს მადლობას ვუხდი რომ მომცა ცხოვრებაში იმის საშუალება და ბედნიერება, რომ მეუფე თადეოზს შEვხვედროდი და მასზე სტატიაც დამეწერა :) ბედნიერები არიან ფშავ-ხევსურები ასეთი მეუფე რომ ჰყავთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|