ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟუჟუნა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2013


მიყვარს?

                მიყვარს?


  რატომღა ვღელავ, ან რას მოველი,
  რად ვაძლევ ჩემს თავს ასეთ შეკითხვას,
  გულის კანკალით, სულის კარნახით,                     
  ნუთუ ის მიყვარს?
                                      არა, არ მიყვარს.

  მაშ რატომ არის დღე ასე ბნელი,
  მისი ნათელი თვალების მიღმა
  და რატომ სკდება ამ გულში ნიღმად,
    მიყვარს...მიყვარს,
                                      არა,  არ მიყვარს.

  არ მიყვარს?  მაშინ რად ვეკრძალები,
  რატომ გავურბი მასთან შეხვედრას,
  მისი სახელის გაგონებაზე რატომ
                                            მაჟრჟოლებს,
  იქნება მიყვარს...
                                    არა არ მიყვარს.

  მისგან შორს მასზე გულით მლოცველი,
  რატომ  ვარ მასთან თავისუფალი,
  ცივი, უხეში და ულმობელი.
  ამაყო გულო! შენს ხმას მოველი...
                                    მიყვარს?


                  ჟ. გოქაძე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს