ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟუჟუნა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2013


ძველი ბლოკნოტიდან

  სძინავს მთელ ქალაქს მე ვფხიზლობ ისევ,
  შენობებს ღამე აწევს ლოდივით,
  ჩემს ფანჯარასთან ზუზუნებს ქარი,
  გული იღლება ამდენ ლოდინით.
               
  მალულად მისდევს წამები, წამებს,
  მოგონების და ფიქრების მიღმა,
  კართან პირქუშად წევს შავი ღამე
  და ზანტად იხსნის მწუხარე ნიღაბს.

  და კვდება ღამე ვარსკვლავთან ერთად,
  ალბად ეცემა ყველა შენს ფერხთით,
  ფერთა სიშავეს გაფანტავს მერე,
  მოგონებათა ღიმილი თეთრი.

  აი გაისმის მანქანის ზათქი,
  დარეკავს წუთი სიამის მგვრელი,
  მივაყურადებ ქუჩიდან ხმაურს,
  ვიცი არ მოხვალ და მაინც გელი.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს