ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2013


ჩემი ბოლნისი

დიდი  სულხანის  ნატერფალ  მიწას,
ბებერ  სიონის  მადლით  ნაპკურებს
ვერ  შეველევი,  ვერ  გავცვლი სხვაზე
სხვა  მიწის  სარჩო  ვერ  დამაპურებს.
აქ  დავიბადე,  აქვე  მოვკვდები
საძვალე  ჩემი  აქ  არი  მხოლოდ
ასე  რად მიყვარს?  რითი ვამაყობ?
ბოლნისელი  ვარ  ბოლოს და ბოლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები