ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2013


ვარდი ზამთარში

            გვიანი  შემოდგომის დამზრალი  ყვავილი,
            ზეცისკენ  მზირალი  ნამიან  თვალებით,
              ეულად  გაშლილა, არც არვის სჭირდება,
              სულ მთლად  გათოშილა  სუსხით  და ქარებით.
              გულს მწუხარება კვლავ  შემოსწოლია
              სული  ეყინება, არ  იმჩნევს  დარდს
              ნატრობს  ვინმე  მისწვდეს  და  ხელში  გაათბოს
              ნატვრა-ნატვრად  რჩება  გათოშილ  ვარდს.
              აგერ ვიღაც  დადგა,  დანანებით ამბობს,
              ”ცოდვაა  მოვწყვეტ  ლამაზ  ვარდს  ათოვს”
              ცივმა ეკალმა  მას  მწარედ  უჩხვლიტა
              და  ვარდი  გაშლილი  დატოვა  მარტო.
              ღამეს - დღე  ეცლება,
              ვარდს  ფერი  ეცვლება, 
              ოცნება რჩება მხოლოდ,
              ფურცლებად  აყრილი
              მიწაზე იშლება,
              ზენა ქარს მიაქვს ბოლოს.
                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები